ENG RUS

ინფორმაცია 22.03.2019

სიახლე თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში:
ცენტრში პაციენტებს მიიღებს და ოპერაციებს ჩაატარებს ლაპარასკოპიულ ქირურგიაში დიდი გამოცდილების ონკოქირურგი, ევროპისა და აზიის ქვეყნებში მრავალჯერ სტაჟირებული და სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალისტი ემზარი ნადირაძე, პაციენტების მიღება ცენტრში წარმოებს ყოველ ხუთშაბათს 10.00- 15.00 საათებში
ჩაწერა წინასწარ ტელ.2364485, 2364486, 597888060

ყურადღება!23.03.2019

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში პაციენტების კონსულტაციებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის მიზნით განაგრძობს კლინიკის დირექტორი, უროლოგი და ონკოქირურგი, პროფესორი - ზურაბ რაინაული. პაციენტების მიღება წარმოებს ყოველ სამუშაო დღეს ‪12.00- 15.00 საათებში‬. ჩაწერა წინასწარ. ტელ: 2 364485, 2 364486, ‪597888060

ინფორმაცია 30.10-1.11.2018

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, გერმანელმა ქირურგ- ონკოლოგმა, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა - დირკ ჯენტშურამ კლინიკის ექიმებს, მცირე ინვაზიური ქირურგიის მიმართულებით გამოცდილება გაუზიარა.
მან სხვა მეთოდებთან შედარებით, ლაპარასკოპიული გზით ჩატარებული ოპერაციის უპირატესობებზე, ანტიბიოტიკოთერაპიასა და მისი რაციონალურად გამოყენების მექანიზმებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ დირკ ჯენტშურამ, ყურადღება გაამახვილა სტატისტიკური კვლევის შედეგებზეც, რომელიც დარგის განვითარების საქმეში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ვიზიტის დროს დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობაც, რაც გერმანელი კოლეგის მხრიდან, თბილისის ონკოლოგიური ცენტრისათვის, შიდა სტანდარტების ოპტიმიზაციის კუთხით მხარდაჭერას გულისხმობს, ასევე თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში იგეგმება კონკრეტული ოპერაციებისა და მანიპულაციების ტრანსფერი გერმანული კლინიკიკებიდან.

ინფორმაცია 18.02.2019

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში დაიგეგემა და ჩატარდა მორიგი წარმატებული ოპერაცია. სისხლიანი შარდვის (ჰემატურიის) ჩივილებით კლინიკას მოაკითხა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელსაც ცხრა წლის წინ ჩატარებული ჰქონდა საკეისრო კვეთა, თუმცა ზემოთ აღნიშნული ჩივილები გამოჩნდა მხოლოდ რამოდენიმე თვის წინ. კლინიკის ონკო-გინეკოლოგებისა და უროლოგების მიერ, სათანადო და ადეკვატური გამოკვლევების შედეგად დადგინდა კავშირი შარდის ბუშტსა და საშვილოსნოს შორის. (ფისტულა) აღნიშნული დიაგნოზის შესაბამისად შემუშავდა მკურნალობისა და ოპერაციის ტაქტიკა, ოპერაცია წარმატებით განხორცილდა გინეკოლოგებისა და უროლოგების მიერ.

 

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი, 2003 წლიდან ფუნქციონირებს როგორც სამედიცინო, ასევე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულებებით. დღეისთვის ცენტრში ხორციელდება პაციენტთა როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მედიკამენტოზური და ოპერაციული მკურნალობა. კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები:

დეპარტამენტები

მისამართი

დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული

სამუშაო საათები

9:30სთ - 17:00სთ

კონტაქტი

+995 32 236 44 85/86
info@cancer.ge

შემოგვიერთდით

Facebook
YouTube