ENG RUS

სიახლე!4.02.2020

📣👩‍🔬ონკოლოგიური დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიებზე, მკურნალობის ეფექტურობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, შესაძლებლობა გაქვთ, საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლის სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებილი გამოკვლევებით სრულიად უფასოდ ისარგებლოთ. 🎗️ჩვენს კლინიკაში, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის უფლება, მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ. 📍ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, მე-4 და მე-5 სართული. ☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 0322 36 44 85 ან 0322 36 44 86.

სიახლე! 30.01.2020

📣👩‍🔬ონკოლოგიური დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიებზე, მკურნალობის ეფექტურობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, შესაძლებლობა გაქვთ, საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლის სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებილი გამოკვლევებით სრულიად უფასოდ ისარგებლოთ. 🎗️ჩვენს კლინიკაში, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის უფლება, მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ. 📍ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, მე-4 და მე-5 სართული. ☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 0322 36 44 85 ან 0322 36 44 86

სიახლე! 27.01.2020

✅თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში მოღვაწე ექიმებისთვის კიდევ ერთი ლექცია-სემინარი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ონკოლოგიური ცენტრის ექიმებმა, ისე, საქართველოს სხვადასხვა რაიონში მომუშავე მედიკოსებმა. ✅ლექცია სემინარის პრეზენტატორები თბილისის ონკოლოგიური ცენტრის წამყვანი ონკოგინეკოლოგები ციცი მესხი და ვახტანგ ბუცხრიკიძე გახლდათ. ონკოგინეკოლოგებმა - ვახტანგ ბუცხრიკიძემ და ციცი მესხმა ქალთა ონკოლოგიური დაავადებების (საშვილოსნოს ყელის და საკვერცხის) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ისაუბრეს. ✅შეხვედრას ესწრებოდა ამავე კლინიკის ქირურგი ონკოლოგი ბესო მეტონიძე და სტაციონარის უმცროსი ექიმი ირაკლი ჟვანია. ✅შეგახსენებთ, რომ ლექცია-ტრენინგები ონკოლოგიური ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ჯამში 14 სალექციო-ინფორმაციულ შეხვედრას მოიცავს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში რიგით მეხუთე იყო. ✅ცნობისთვის, „საუბრები ონკოლოგიის შესახებ“ - ამ სახელწოდების ლექცია-სემინარი, ჩვეულ ინტერაქტიულ რეჟიმში, მომავალშიც გაგრძელდება და ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება. შემდეგი ლექცია-სემინარის თარიღად 29 თებერვალი განისაზღვრა.

სიახლე! 8.01.2020

📢 თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ოფიციალური გვერდის ვებმომხმარებლებს - ყოველ ოთხშაბათს, შესაძლებლობა გაქვთ ჩვენი კლინიკის ექიმებს თქვენი ჩივილებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვა დაუსვათ. 👩‍⚕️კლინიკის ექიმები, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, ეცდებიან თქვენს კითხვებს დისტანციურ რეჟიმში პასუხი გასცენ. 📩მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში შეგახსენებთ, რომ კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები: მამოლოგია; კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგია; თავ-კისრის ქირურგია; ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგია; ოფთალმოლოგია; გინეკოლოგია; უროლოგია; ორთოპედია-ტრავმატოლოგია; აღდგენითი (პლასტიკური) ქირურგია; ოტორინოლარინგოლოგია; ენდოკრინოლოგია; ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგია; ქიმიოთერაპია; რეანიმაცია-ანესთეზია; პროქტოლოგია; ლაბორატორია; ციტოლოგია; ენდოსკოპია; რადიოლოგია და სხივური თერაპია.

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი, 2003 წლიდან ფუნქციონირებს როგორც სამედიცინო, ასევე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულებებით. დღეისთვის ცენტრში ხორციელდება პაციენტთა როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მედიკამენტოზური და ოპერაციული მკურნალობა. კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები:

დეპარტამენტები

მისამართი

დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული

სამუშაო საათები

9:30სთ - 17:00სთ

კონტაქტი

+995 32 236 44 85/86
info@cancer.ge

შემოგვიერთდით

Facebook
YouTube