ENG RUS

სიახლეები

სიახლე! 23.06.2020

✅მიმდინარე წლის 19 ივნისს, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში „D ვიტამინის“ პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული პრეზენტაციის თემა გახლდათ "D ვიტამინის გავლენა იმუნურ სისტემაზე". ✅თემის პრეზენტატორები კლინიკის ლაბორატორიის თანამშრომლები ეთო გუგულაშვილი და სოფიო ვაჭარაძე იყვნენ. ✅„ჩვენს ლაბორატორიაში ტესტირება D-ვიტამინზე სულ ახლახანს დავიწყეთ და გვინდოდა სიმსივნეებისა და ახალი ტიპის კორონავირუსის covid-19-ის დროს, კლინიკის ექიმებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიგვეწდებინა. ასევე, გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება ტესტის შედეგების ინტერპრეტაციის თვალსაზრისით“,- აღნიშნა ეთო გუგულაშვილმა. ✅პრეზენტაციას ესწრებოდნენ კლინიკის ექიმები და ხელმძღვანელები. პრეზენტაციის დასასრულს, შეხვედრამ დისკუსიის ფორმატში გადაინაცვლა.

სიახლე! 3.06.2020

👨‍⚕️თბილისის ონკოლოგიური ცენტრის გუნდს ენდოსკოპისტი, მედიცინის მეციერებათა დოქტორი, პროფესორი გოჩა ფირცხალაიშვილი შემოუერთდა. ბატონი გოჩა მაღალკვალიფიციური კადრია და მისი პროფესიული გამოცდილება 32 წელს ითვლის. ✅ჩვენს კლინიკაში ენდოსკოპიის განყოფილება თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, სადაც წარმოებს ყველანაირი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციები. ✍️ჩაწერა ხდება წინასწარ, დარეკეთ ნომერზე: 0322 36 44 85 ან 0322 36 44 86 📌ჩვენი მისამართია ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, მე-4 და მე-5 სართული #ონკოლოგიურიცენტრი #ენდოსკოპია #გოჩაფირცხალაიშვილი

სიახლე! 5.05.2020

📌ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ჩვენი კლინიკა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, მათ შორის პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტი, რომელსაც ალექსანდრე ხელაშვილი ხელმძღვანელობს. 🔴 დეპარტამენტი გთავაზობთ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურ რეჟიმში უფასო კონსულტაციებს, რა თქმა უნდა ვიდეოთვალის დახმარებითა და ფოტოსურათების მეშვეობით. 📌კონსულტაციას ალექსანდრე ხელაშვილი გაგიწევთ, რომელსაც პლასტიკურ ქირურგიაში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს და ამ ხნის განმავლობაში ჩატარებული აქვს 12 000-ზე მეტი ოპერაცია. მას ექიმ-ქირურგის უმაღლესი კატეგორიის სტატუსი 2009 წელს მიენიჭა. 🔴 კონსულტაციის დასაგეგმად დარეკეთ ნომერზე: 0322 36 44 85 ან 555 94 74 31; კლინიკა მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 17:00 საათამდე.

სიახლე! 1.05.2020

📌მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული, ჩვენი კლინიკა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად გვინდა მორიგი საინტერესო შემთხვევის შესახებ გიამბოთ: ✔️პაციენტმა 3-4 წლის ასაკში, თამაშის დროს კარის მინა ჩაამსხვრია, რა დროსაც მინის ნამსხვრევები გულ-მკერდის არეში მოხვდა. პაციენტს რამდენჯერმე გაუკეთდა ოპერაციული ჩარევა და გულ-მკერდის არედან ევაკუირებული იქნა მინის ნამსხვრევები. ✔️პაციენტს, რომელიც ამჟამად 18 წლისაა ჩივილები აქამდე არ ჰქონია, თუმცა, ბოლო პერიოდში მარჯვენა ძუძუს არეში ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილს გრძნობდა. ✔️პაციენტმა გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგინა, სადაც გულ-მკერდის არეში, 3-5 ნეკნის საპროექციო არეში, მინის ფრაგმენტი აღენიშნებოდა - ზომით 5სმ-მდე. ✔️დაიგეგმა ოპერაციული ჩარევა, რომელიც წარმატებით განხორციელდა. ოპერაციას თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკოქირურგი, მამოლოგი ირაკლი სიხარულიძე უძღვებოდა.

სიახლე! 28.04.2020

✅საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ✅ სპეციალური ხსნარით დამუშავდა კლინიკის სტაციონარი და ამბულატორია. ✅ აღნიშნული სამუშაოები ეპედემიოლოგისა და დეზინფექციონისტის მადონა ჩხარტიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა. ✅ ცნობისთვის, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატიურად ტარდება და პერმანენტულ ხასიათს ატარებს.

სიახლე! 23.04.2020

✅ პაციენტებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება არ ეზღუდებათ. ✅ თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში სამედიცინო მომსახურებების მისაღებად თქვენ სახელზე მომზადდება სპეციალური ცნობა, რითიც შეძლებთ ტრანსპორტირებას. ✅ ტრანსპორტით გადაადგილებისას აუცილებლად იქონიეთ კლინიკის მიერ მოწოდებული ცნობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ✅ კლინიკაში ჩაწერისა და ცნობის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322 364485 ✅ კლინიკა მუშაობს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 17:00 საათამდე.

სიახლე! 20.04.2020

მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანაში შიდა ინფექციების შესაძლო არსებობის პირობებში ქ. “თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში” სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით ვბრძანებ: - დაიკეტოს სტაციონარი 2020 წლის 17 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, ხოლო მისი გახსნისწინჩატარდეს გენერალური დეზინფექცია. -კლინიკაში ( ამბულატორია,სტაციონარი) სამედიცინო პერსონალის ( ექიმები ექთნები,სანიტრები ადნისტრაციის წარმომადგენლები) და პაციენტების დაშვება მოხდეს მხოლოდ სავალდებულო თერმოსკრინინიგის შემდეგ და ნიღბით. -კლინიკის ყველა პერსონალი ვალდებულია კლინიკაში ყოფნის პერიოდში მუდმივად ატაროს ჩაჩი, ნიღაბი,სამედიცინო ფორმა და შიდა ფეხსაცმელი. -კლინიკის თანამშრომელს, რომელიც დაარღვევს კლინიკაში ყოფნის პირობებს, დროებით, ორი კვირა, შეუჩერდეს შრომითი კონტრაქტი რისი გასვლის შემდეგ კლინიკის ადმინიტრაცია იმსჯელებს შრომითი ხელეკრულების განახლების პირობების შესახებ. ბრძანების აღსრულება და მისი კონტროლი დაევალოს კლინიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლანა ჩებიჩაშვილს, ბრძანება ძალაში შევიდეს 2020 წლის 17 აპრილიდან. ქ. თბილისი ონკოლოგიური დისპანსერის დირექტორი ზურაბ რაინაული

სიახლე! 20.04.2020

🔴 გაცნობებთ, რომ თბილისის ონკოლოგიური ცენტრი საგანგებო რეჟიმში მუშაობას ოთხშაბათს, 22 აპრილს, 10:00 საათიდან განაახლებს. ✅ დამატებით განვმარტავთ, რომ მუშაობა გრძელდება საგანგებო რეჟიმში, გამკაცრებული ეპიდემიოლოგიური პირობების დაცვით - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად. ✅ვინაიდან ახალი კორონავირუსის (COVID19) გარდა, სამწუხაროდ, არსებობს სხვა დაავადებებიც, მათ შორის სიმსივნეები, რომელიც ასევე საყურადღებოა - ჩვენი კლინიკა მზადაა პაციენტების ჩვეულ რეჟიმში მისაღებად. ✅ გაცნობებთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კლინიკის ცხელი ხაზით (0322 36 44 85 / 597888060) და სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია - ეს იქნება ექიმების სამუშაო განრიგის შესახებ, თუ სხვა სახის ინფორმაცია.

სიახლე! 8.04.2020

✅ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოქალაქეები სხვა, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებების არსებობის დროს არ დარჩნენ უყურადღებოდ, ქ. თბილისის ონკოლოგიური ცენტრი განაგრძობს დისტანციურ ON-line კონსულტაციებს. ✅ამჯერად დისტაციური კონსულტაციის შესაძლებლობა გაქვთ კლინიკის უროლოგთან ბატონ მამუკა მჭედლიძესთან. ✅გაცნობებთ, რომ შექმნილი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გამო დისტანციური კონსულტაციის ღირებულება იქნება 30%-იანი ფასდაკლებით და შეადგენს 50 ლარს. აღსანიშნავია, რომ კონსულტაციის შემდეგ კლინიკაში მოსვლის აუცილებლობის შემთხვევაში არ მოგიწევთ დამატებით კონსულტაციის თანხის კვლავ გადახდა. ✅მსურველებმა დარეკეთ სამუშაო დღეებში - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 16:00 საათამდე. ☎️Tel: (+995) 032 236 44 85 ან 236 44 86 📍ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, მე-4 და მე-5 სართული.

სიახლე! 3.04.2020

✅ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოქალაქეები სხვა, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებების არსებობის დროს არ დარჩნენ უყურადღებოდ, ქ. თბილისის ონკოლოგიური ცენტრი განაგრძობს დისტანციურ ON-line კონსულტაციებს. ✅ამჯერად დისტაციური კონსულტაციის შესაძლებლობა გაქვთ კლინიკის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელთან, ონკოქირურგთან პროფესორ გიორგი კორახაშვილთან. ✅ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ შექმნილი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გამო დისტანციური კონსულტაციის ღირებულება იქნება 30% ფასდაკლებით და შეადგენს 50 ლარს. აღსანიშნავია, რომ კონსულტაციის შემდეგ კლინიკაში მოსვლის აუცილებლობის შემთხვევაში არ მოგიწევთ დამატებით კონსულტაციის თანხის კვლავ გადახდა. ✅მსურველებმა დარეკეთ სამუშაო დღეებში - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 16:00 საათამდე. ☎️Tel: (+995) 032 236 44 85 ან 236 44 86 📍ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, მე-4 და მე-5 სართული. ✅თბილისის ონკოლოგიური ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!

სიახლე! 2.04.2020

✅ თბილისის ონკოლოგიური ცენტრი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მუშაობას აგრძელებს საგანგებო რეჟიმში, გამკაცრებული ეპიდემიოლოგიური პირობების დაცვით - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად. ✅ვინაიდან ახალი კორონავირუსის (COVID19) გარდა, სამწუხაროდ, არსებობს სხვა დაავადებებიც, მათ შორის სიმსივნეები, რომელიც ასევე საყურადღებოა - ჩვენი კლინიკა მზადაა პაციენტების ჩვეულ რეჟიმში მისაღებად. კლინიკის ნომერ პირველი პრიორიტეტი პაციენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა და დახმარების დროული აღმოჩენაა. ჩვენი კლინიკა მზადაა ყველა მოსულ ბენეფიციარს შესაბამისი დახმარება გაუწიოს. ✅მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია, აღნიშნულის გათვალისწინებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ კლინიკის ცხელი ხაზით (0322 36 44 85) და სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია - ეს იქნება ექიმების სამუშაო განრიგის შესახებ, თუ სხვა სახის ინფორმაცია. ✅გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კლინიკა მზადაა პაციენტების უსაფრთხო მიღება უზრუნველყოს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია, განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩვენი კლინიკის ექიმებმა სატელეფონო კონსულტაციაც გაგიწიონ. ✅ასევე, შესაძლებლობა გაქვთ ეწვიოთ კლინიკის ვებგვერდს: http://cancercenter.ge/ სადაც ჩვენი კლინიკის დეპარტამენტების, ექიმებისა და მათი საკონტაქტო მონაცემების შესახებ, უფრო მოცულობითი ინფორმაციაა განთავსებული.

სიახლე თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში! 26.03.2020

📢 სიახლე თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში - პაციენტთა ON-Line კონსულტაციის პლატფორმა ექიმ დერმატო ვენეროლოგთან, პროფესორ - ლალი მეკოკიშვილთან. „ონლაინ-კონსულტაცია“ 28 მარტს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე განხორციელდება. გაცნობებთ, რომ საკონსულტაციო პაციენტთა რაოდენობა შეზღუდულია. ჩაწერა მოხდება ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 16:00 საათამდე. ☎️ON-Line კონსულტაციის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 0322 36 44 85 ან 032236 44 86 გისურვებთ ჯანმრთელობას!

კლინიკის სამოქმედო გეგმა! 24.03.2020

საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, ქ. თბილისის ონკოლიგიური ცენტრი ფუნქიონირებას განაგრძობს ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული განსაკუთრებული პირობების შესაბამისად: ✅- მინიმალიზირებული იქნა სამედიცინო სერვისების მიწოდება იმ ქრონიკული დაავადებების გამო, რომელთა გადავადება შესაძლებელია და ეს საფრთხეს არ შეუქმნის პაციენტის ჯანმრთელობას. ✅- ვირუსული ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით მოხდა კლინიკის შტატების ოპტიმიზაცია: კერძოდ, ON-Line მუშაობის რეჟიმზე გადავიდა ადმინისტრაციის, კანცელარიისა და საფინანსო სამსახურის პერსონალის ნაწილი. ✅- კლინიკის ადმინისტრაციის, კლინიკური მენეჯერისა და ეპიდემიოლოგის მიერ შემუშავდა სამედიცინო პერსონალის კონკრეტული ქმედებების რეკომენდაციები ე.წ. გაიდლაინები, რომლებიც წარმოშობილი კონკრეტული შემთხვევის მიხედვით განხორციელდება. ✅- კლინიკის სამედიცინო პერსონალის მიერ ხორციელდება როგორც ამბულატორიის, ასევე, სტაციონარის დაბინძურების მაღალი რისკების მქონე ზედაპირების (კარის სახელურები, საწოლის თავები, ონკანები, სამუშაო ზედაპირები, კედლები, იატაკი) რეგულარულად (ყოველ 2 საათში) ანტისეპტიკური ხსნარებით დამუშავება. ✅- სტაციონარი მუშაობს 24-საათიან კარანტინში. სტაციონარში არ დაიშვებიან მნახველები და აკრძალულია პაციენტების გადადგილება სხვა პალატებში. ✅- სამედიცინო პერსონალი და პაციენტები მუდმივად აღჭურვილნი არიან თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებებით, ✅- ამბულატორიაში და სტაციონარში დამონტაჟებულია ანტისეპტიკური საშუალებები სპრეის სახით, რომლებიც მუდმივად ხელმისაწვდომია როგორც პაციენტებისათვის, ასევე, პერსონალისთვის. ✅- 16 მარტიდან მუდმივად ხორციელდება კლინიკაში შესული პაციენტებისა და კლინიკის პერსონალის უკონტაქტო თერმოსკრინინგი, მათი ხელების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარებით, ხოლო ჰიპერთერმიის გამოვლენის შემთხვევაში მათი განთავსება დროებით ცალკე გამოყოფილ ოთახში - მკურნალ ექიმთან, ეპიდემიოლოგთან და კლინიკის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული შემდგომი ქმედების განხორციელებამდე. ✅- შემუშავდა პაციენტთა დისტანციური ON-Line კონსულტაციების პლატფორმა, რომელიც გამოყენებული იქნება საჭიროების დროს კონკრეტულ სპეციალობებში. ✅- კლინიკის ადმინისტრაცია (დირექტორი, კლინიკური მენეჯერი, ადმინისტრაციული მენეჯერი, ეპიდემიოლოგი და დეპარტამენტების ხელმძღვანელები) 24-საათიან რეჟიმში იცავენ კლინიკის მუშაობის განსაკუთრებულ პირობებს და მის განხორციელებას მკაცრ მონიტორინგს უწევენ. პატივისცემით, კლინიკის ადმინისტრაცია

ინფორმაცია! 23.03.2020

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში, თუმცა, გამკაცრებული ეპიდემიოლოგიური პირობების დაცვით - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად. ვინაიდან ახალი კორონავირუსის (COVID19) გარდა, არსებობს სხვა დაავადებებიც, მათ შორის სიმსივნეები, რომელიც ასევე საყურადღებოა - ჩვენი კლინიკა მზადაა პაციენტების ჩვეულ რეჟიმში მისაღებად. კლინიკის ნომერ პირველი პრიორიტეტი პაციენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა და დახმარების დროული აღმოჩენაა. შეგახსენებთ, რომ სამუშაო საათებში კლინიკის ყველა განყოფილებაში შესული თანამშრომლისა და პაციენტის უკონტაქტო თერმოსკრინინგი ხორციელდება. ჩვენი კლინიკა მზადაა ყველა მოსულ ბენეფიციარს შესაბამისი დახმარება გაუწიოს. #აქუსაფრთხოდხარ #ჩვენვიცავთწესებს #იზრუნეჯანმრთელობაზე

ინფორმაცია! 20.03.2020

ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კორონავირუსის (COVID19) გარდა, არსებობს სხვა დაავადებებიც მათ შორის სიმსივნეები, ქალაქ თბილისის ონკოლოგიური ცენტრი განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, თუმცა, რაღა თქმა უნდა გამკაცრებული ეპიდემიოლოგიური პირობების დაცვით - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული რეკომენდაციების ფარგლებში, კლინიკის ყველა განყოფილებაში შესული თანამშრომლისა და პაციენტის უკონტაქტო თერმოსკრინინგი ხორციელდება. კლინიკაში შესვლისთანავე, პაციენტები სადეზინფექციო საშუალებებით იმუშავებენ ხელებს, მედპერსონალი კი აღჭურვილია თავდაცვის საშუალებებით: ხალათი, ნიღაბი, ბახილები და ხელთათმანები. ასევე, აღსანიშნავია, რომ კლინიკის მისაღებში, ამბულატორიასა და გამოსაკვლევ სივრცეებში დამატებით განთავსებულია სადეზინფექციო საშუალებები სპრეის სახით.კლინიკის კედლები, იატაკი, კარები და სახელურები რეგულარულად მუშავდება სადეზინფექციო საშუალებებით. აქვე გაცნობებთ, რომ სტაციონარში მოქმედებს კარანტინი და მნახველები არ დაიშვებიან. ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ ჩვენს კლინიკაში, როგორც პაციენტები, ისე მომსახურე პერსონალი უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. ყოველივე ამის გათვალისწინებით გთხოვთ, არსებული დაავადების ან მასთან დაკავშირებული ჩივილების გამო დაუყოვნებლივ მოგვმართოთ, გთხოვთ რაც შეიძლება ნაკლები გულშემატკივრის თანხლებით. შესაძლებლობების ფარგლებში აღიჭურვეთ ნიღბით, თუმცა არქონის შემთხვევაშ კლინიკა იზრუნებს თქვენს უსაფრთხოებაზე. შეგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის ონკოლოგიური ცენტრის სრული შემადგენლობა მზად არის უწყვეტად იზრუნოს თქვენს ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე. ჩვენ ერთად დავძლევთ ყველა სიძნელეს - ონკოდისპანსერის დირექცია და მთლიანი კოლექტივი.

ინფორმაცია! 18.03.2020

📢გაცნობებთ, რომ თბილისის ონკოლოგიური ცენტრი მუშაობას განსაკუთრებული მომსახურების რეჟიმში აგრძელებს. ჩვენი კლინიკის ნომერ პირველი პრიორიტეტი პაცინტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვაა. ✅კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ, კლინიკა მაქსიმალურად იცავს პაციენტებისა და ბენეფიციარების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. ✅სამუშაო საათებში კლინიკის ყველა განყოფილებაში შესული თანამშრომლისა და პაციენტის უკონტაქტო თერმოსკრინინგი ხორციელდება. ჩვენი კლინიკა მზადაა ყველა მოსულ ბენეფიციარს შესაბამისი დახმარება გაუწიოს. ✅კლინიკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს - პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში თანმხლები პირის გარეშე გამოცხადდეს, თუ რა თქმა უნდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ამის აუცილებლობა არ იქნება. ✅ცნობისთვის, თბილისის ონკოლოგიური ცენტრი ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და მზადაა გარკვეული წვლილი შეიტანოს კორონავირუსის გავრცელების მინიმალიზაციაში. გთხოვთ დაემორჩილოთ კლინიკის ახალ რეკომენდაციებსა და წესებს, რათა ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ ახალ კორონავირუსს.

ინფორმაცია! 16.03.2020

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი 16 მარტს განსაკუთრებული მომსახურების რეჟიმში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო საათებში კლინიკის ყველა განყოფილებაში შესული თანამშრომლებისა და პაციენტების უკონტაქტო თერმოსკრინინგი განხორციელდება. გაცნობებთ, რომ მიმღებ განყოფილებაში მდებარეობს იზოლირებული ოთახი, სადაც ექთანი იმ ბენეფიციარებს გამოყოფს, რომელთაც ტემპერატურის გაზომვის დროს სიცხე 37.2 დაუფიქსირდებათ. კლინიკის ახალი წესების თანახმად, შემდგომ მათი გადამისამართება რეკომენდაციის შესაბამისად მოხდება. კლინიკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს - პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში თანმხლები პირის გარეშე გამოცხადდეს, თუ რა თქმა უნდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ამის აუცილებლობა არ იქნება. თბილისის ონკოლოგიური ცენტრი ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და მზადაა გარკვეული წვლილი შეიტანოს კორონავირუსის გავრცელების მინიმალიზაციაში. გთხოვთ დაემორჩილოთ კლინიკის ახალ რეკომენდაციებსა და წესებს, რათა ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ ახალ კორონავირუსს.

ინფორმაცია! 12.03.2020

✅თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში მორიგი მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა. 69 წლის პაციენტმა კ.ვ.-მ, მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, ჩვენი კლინიკის ერთ-ერთ წამყვან ონკოგინეკოლოგს ციცი მესხს მიმართა. ✅პაციენტს აღენიშნებოდა მუცლის გარშემოწერილობის მკვეთრი ზრდა და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში. აღსანიშნავია, რომ ციცი მესხმა პაციენტს სათანადო კლინიკო-ლაბორატორიული კვლევის შემდეგ საკვერცხეების უცნობი ქცევის სიმსივნეების დიაგნოზი დაუსვა. (უფრო კონკრეტული ვერიფიცირების საშუალება სრულად ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა). ✅„გადაწყდა ქირურგიული ჩარევა შესაბამისი მასშტაბით, რომელიც კიდევ უფრო დაზუსტდა ინტრაოპერაციულად. მიუხედავად ძლიერი შეხორცებითი პროცესისა, რომელიც ტექნიკურ სირთულეებს იწვევდა, მოხერხდა დაგეგმილი მასშტაბის ოპერაციის ჩატარება - ორივე საკვერცხეზე არსებული გიგანტური წარმონაქმნების ამოღება სიმსივნეების მთლიანობის დარღვევის გარეშე“,- აღნიშნა ციცი მესხმა. ✅საოპერაციო ბრიგადა: ოპერატორი - ც.მესხი, I ასისტენტი - ნ.ბზიავა, II ასისტენტი გ.ახალაძე. ანესთეზიოლოგი - მ.ლუტიძე, ანესთეზიის მედდა - ქ.ივანიაშვილი. საოპერაციო მედდა - ნ.კრავეიშვილი. ✅პაციენტი თავს კარგად გრძნობს და სტაციონარში პოსტოპერაციულ მკურნალობას აგრძელებს.

8 მარტი! 8.03.2020

🌸თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ადმინისტრაციამ თანამშრომელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. 🌸კლინიკა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებზე და ხელს უწყობს მათ გუნება-განწყობილებასა და სამუშაო მოტივაციის ამაღლებას.

8 მარტი! 5.03.2020

☑️ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ონკოლოგიური ცენტრი გინეკოლოგიურ დეპარტამენტში უფასო მიღებას აცხადებს. ☑️ვინაიდან 8 მარტი არასამუშაო დღეა, პარასკევს, 6 მარტს, ქალბატონებს შესაძლებლობა გექნებათ ჩვენი კლინიკის წამყვან ონკოგინეკოლოგებთან: ვახტანგ ბუცხრიკიძესთან, ციცი მესხთან და დინა ქურდიანთან კონსულტაცია სრულიად უფასოდ გაიაროთ. ☑️თბილისის ონკოლოგიური ცენტრი ყოველთვის მზად არის, შესაძლებლობების ფარგლებში მცირედი წვლილი შეიტანოს გინეკოლოგიური დაავადებების პრევენციასა და დროულ მკურნალობაში, ასევე, ხელი შეუწყოს ქალბატონებს სრულფასოვანი ცხოვრების შენარჩუნებაში. ☑️ცნობისთვის, კლინიკა მუშაობს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

სიახლე! 2.03.2020

✅თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში მოღვაწე ექიმებისთვის კიდევ ერთი ლექცია-სემინარი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ონკოლოგიური ცენტრის ექიმებმა, ისე, საქართველოს სხვადასხვა რაიონში მომუშავე მედიკოსებმა. ✅ლექცია სემინარის პრეზენტატორი თბილისის ონკოლოგიური ცენტრის წამყვანი ონკოგინეკოლოგი დინა ქურდიანი გახლდათ. სემინარის თემას ონკოლოგიურ პაციენტებში ფერტილობის პრობლემა წარმოადგენდა. დინა ქურდიანმა დიაგნოსტიკასა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ისაუბრა. ✅ „ონკოლოგიურ პაციენტებში ვისაც დასრულებული არა აქვს რეპროდუქცილი ფუნქცია ფერტილობის შენარჩუნების მიზნით აუცილებელია ონკოლოგმა გონივრული რადიკალიზმით იხელმძღვანელოს“,- აღნიშნა ონკოგინეკოლომა დინა ქურდიანმა. ✅შეხვედრას ესწრებოდა ამავე კლინიკის ქირურგი ონკოლოგი გიორგი კორახაშვილი. ✅შეგახსენებთ, რომ ლექცია-ტრენინგები ონკოლოგიური ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ჯამში 14 სალექციო-ინფორმაციულ შეხვედრას მოიცავს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში რიგით მეექვსე იყო. ✅ცნობისთვის, „საუბრები ონკოლოგიის შესახებ“ - ამ სახელწოდების ლექცია-სემინარი, ჩვეულ ინტერაქტიულ რეჟიმში, მომავალშიც გაგრძელდება და ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება. შემდეგი ლექცია-სემინარის თარიღად 28 მარტი განისაზღვრა.

სიახლე! 2.03.2020

საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ანი ზარდიაშვილმა თავის კვლევით სამეცნიერო ნაშრომში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის სერვისით კმაყოფილების დონე განსაზღვრა, რომელიც თბილისის ონკოლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით მოამზადა. კურსდამთავრებულის თქმით, აღნიშნულმა კვლევამ მეტად საინტერესო და საჭირო დეტალები გამოკვეთა. კვლევის შედეგების მიხედვით, ბენეფიციართა 95%-მა აღნიშნა, რომ ექიმთან კომუნიკაციის პროცესში ძალიან კმაყოფილია მათი პროფესიონალიზმით და ურთიერთობის ფორმით. მათ ასევე აღნიშნეს ექიმების თბილი დამოკიდებულება პაციენტთა მიმართ, რაც გამოკითხულთა თქმით, დადებითად აისახა მათ გუნება-განწყობაზე. „ჩემს მიერ გაკეთებული დასკვნები და რეკომენდაციები თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს დაეხმარება შეაფასოს პაციენტთა მიერ გამოთქმული, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხები და სამომავლოდ მათი რეკომენდაციები გაითვალისწინოს“,- ამბობს ანი ზარდიაშვილი. ასევე, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 98%-მა აღნიშნა, რომ ექთნებთან კომუნიკაციის დროს პრობლემები არ შექმნიათ და ისინი მათ მიმართ კეთილგანწყობილნი იყვნენ. ასევე, ყველანაირი კვლევა შეუფერხებლად ჩაუტარდათ, რაც გამოკითხულთა აზრით, არამხოლოდ ექიმების, არამედ ექთნების დამსახურებაც იყო. „ძალიან ბევრმა პაციენტმა აღნიშნა, რომ თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში მისვლის მიზეზი სასურველი და პროფესიონალი ექიმები არიან, რომლებსაც სრულად ენდობიან. პერსონალის ყურადღება და მათი მზრუნველობა ძუძუს კიბოს სკრინინგის დროს ნამდვილად აღსანიშნავია. პაციენტებმა ასევე ისაუბრეს ხელმისაწვდომობაზე და ძუძუს კიბოს პროგრამის დიდ დამსახურებაზე“,- აღნიშნა ანი ზარდიაშვილმა. და ბოლოს, შედეგმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა, 97% რეკომენდაციას უწევს მოსახლეობას ისარგებლოს სკრინინგის პროგრამის სერვისებით აღნიშნულ კლინიკაში, რაც ანი ზარდიაშვილის მოსაზრებით, ცალსახად უსვამს ხაზს იმას, რომ პაციენტები კმაყოფილები არიან თბილისის ონკოლოგიური ცენტრით. ცნობისთვის, აღნიშნული ნაშრომის ავტორის - ანი ზარდიაშვილის ხელმძღვანელი პროფესორი თინა ბერუჩაშვილი გახლდათ. თემის ექსპერტი კი ჩვენი კლინიკის ონკო გინეკოლოგი დინა ქურდიანი.

სიახლე! 18.02.2020

✅თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში მორიგი მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა. 46 წლის ქალბატონს, რომელიც ჩვენს კლინიკაში ნაწლავის კიბოს დიაგნოზით შემოვიდა, ოპერაცია ონკოქირურგმა ბესო მეტონიძემ გაუკეთა. ოპერაციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ქირურგებმა - გიორგი კორახაშვილმა და ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ✅კლინიკის ექიმების ძალისხმევით, პაციენტს ნაწალავის წინა დაბალი რეზექცია, ჰისტერექტომია, ომენტექტომია და აპენდექტომია ჩაუტარდა. ✅„პაციენტს მუცლის ღრუში აღენიშნებოდა ნაწლავის დიდი ზომის სიმსივნე. შეიძლება ითქვას, რომ პაციენტმა ძალიან დიდი ხანი, თითქმის ორი წელი იმოძრავა არამიზნობრივად, იმყოფებოდა თურქეთშიც. შესთავაზეს მკურნალობა, თუმცა, კოლოსალური ღირებულების გამო, პაციენტმა ისევ საქართველოში გადაწყვიტა მკურნალობის გაგრძელება და ჩვენს კლინიკას მომართა. ✅დიდი ზომის სიმსივნე იკვეთებოდა მცირე მენჯში, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო როგორც მაგისტრალურ სისხლძარღვებთან, ასევე შარდასაწვეთებთან და სხვა მეზობელ ორგანოებთან. სიმსივნე ინვაზირებდა საშვილოსნოში, ჭიაყელანაწლავში და ბადექონში, ასევე აზიანებდა მარცხენა საკვერცხესაც. ✅ჩატარდა მასშტაბური, ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია - სასიხარულოა ის ფაქტი, რომ არ გახდა საჭირო ნაწლავის მუცლის ზედაპირზე გამოტანა (ილეოსტომა და კოლოსტომა) და აღდგა ნაწლავის მთლიანობა“,- აღნიშნა თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკოქირურგმა ბესო მეტონიძემ. ✅პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ოპერაციიდან მერვე დღეს გაეწერა ბინაზე.

სიახლე! 4.02.2020

📣👩‍🔬ონკოლოგიური დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიებზე, მკურნალობის ეფექტურობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, შესაძლებლობა გაქვთ, საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლის სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებილი გამოკვლევებით სრულიად უფასოდ ისარგებლოთ. 🎗️ჩვენს კლინიკაში, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის უფლება, მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ. 📍ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, მე-4 და მე-5 სართული. ☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 0322 36 44 85 ან 0322 36 44 86

სიახლე! 30.01.2020

📣👩‍🔬ონკოლოგიური დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიებზე, მკურნალობის ეფექტურობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, შესაძლებლობა გაქვთ, საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლის სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებილი გამოკვლევებით სრულიად უფასოდ ისარგებლოთ. 🎗️ჩვენს კლინიკაში, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის უფლება, მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ. 📍ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, მე-4 და მე-5 სართული. ☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 0322 36 44 85 ან 0322 36 44 86

სიახლე! 27.01.2020

✅თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში მოღვაწე ექიმებისთვის კიდევ ერთი ლექცია-სემინარი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ონკოლოგიური ცენტრის ექიმებმა, ისე, საქართველოს სხვადასხვა რაიონში მომუშავე მედიკოსებმა. ✅ლექცია სემინარის პრეზენტატორები თბილისის ონკოლოგიური ცენტრის წამყვანი ონკოგინეკოლოგები ციცი მესხი და ვახტანგ ბუცხრიკიძე გახლდათ. ონკოგინეკოლოგებმა - ვახტანგ ბუცხრიკიძემ და ციცი მესხმა ქალთა ონკოლოგიური დაავადებების (საშვილოსნოს ყელის და საკვერცხის) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ისაუბრეს. ✅შეხვედრას ესწრებოდა ამავე კლინიკის ქირურგი ონკოლოგი ბესო მეტონიძე და სტაციონარის უმცროსი ექიმი ირაკლი ჟვანია. ✅შეგახსენებთ, რომ ლექცია-ტრენინგები ონკოლოგიური ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ჯამში 14 სალექციო-ინფორმაციულ შეხვედრას მოიცავს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში რიგით მეხუთე იყო. ✅ცნობისთვის, „საუბრები ონკოლოგიის შესახებ“ - ამ სახელწოდების ლექცია-სემინარი, ჩვეულ ინტერაქტიულ რეჟიმში, მომავალშიც გაგრძელდება და ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება. შემდეგი ლექცია-სემინარის თარიღად 29 თებერვალი განისაზღვრა.

სიახლე! 8.01.2020

📢 თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ოფიციალური გვერდის ვებმომხმარებლებს - ყოველ ოთხშაბათს, შესაძლებლობა გაქვთ ჩვენი კლინიკის ექიმებს თქვენი ჩივილებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვა დაუსვათ. 👩‍⚕️კლინიკის ექიმები, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, ეცდებიან თქვენს კითხვებს დისტანციურ რეჟიმში პასუხი გასცენ. 📩მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში შეგახსენებთ, რომ კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები: მამოლოგია; კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგია; თავ-კისრის ქირურგია; ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგია; ოფთალმოლოგია; გინეკოლოგია; უროლოგია; ორთოპედია-ტრავმატოლოგია; აღდგენითი (პლასტიკური) ქირურგია; ოტორინოლარინგოლოგია; ენდოკრინოლოგია; ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგია; ქიმიოთერაპია; რეანიმაცია-ანესთეზია; პროქტოლოგია; ლაბორატორია; ციტოლოგია; ენდოსკოპია; რადიოლოგია და სხივური თერაპია.

ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია! 28.12.2019

👨‍⚕️თბილისის ონკოლოგიური ცენტრი ულოცავს ბატონი ვაჟას ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს - ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას!

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ექიმებისთვის მორიგი ლექცია-სემინარი გაიმართა 2.12.2019

✅თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში მოღვაწე ექიმებისთვის მორიგი ლექცია-სემინარი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ონკოლოგიური ცენტრის ექიმებმა, ისე, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში მომუშავე მედიკოსებმა. ✅შეხვედრის მთავარ სასაუბრო თემას კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე, მისი კლინიკური გამოვლინება, დიაგნოსტიკა, სტადირება, მკურნალობა და სკრინინგი წარმოადგენდა. ლექცია-სემინარის პრეზენტატორი თბილისის ონკოლოგიური ცენტრის კლინიკური სამსახურის უფროსი, ზოგადი ქირურგი, პროფესორი - გიორგი კორახაშვილი გახლდათ. ✅მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრების მიზანს, ონკოავადობის დროული გამოვლენის ხერხები და სწრაფი დიაგნოსტიკა-მკურნალობა წარმოადგენს. ✅ „კუჭის კიბო სიხშირით მე-5 ადგილზეა, ხოლო სიკვდილის მიზეზის მიხედვით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა და შესაბამისად შემთხვევათა 7-9% შეაგდენს. მეტასტაზები კუჭის კიბოს მქონე ავადმყოფთა 80-90%-ში ვითარდება, 6-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა (გადარჩენა)დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში 65%-ს შეადგენს და დაგვიანებულ შემთხვევებში კი 15%-ზე ნაკლებს. საშუალოდ კუჭის კიბოს დროს სიცოცხლის ხანგრძლივობის (გადარჩენის) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იაპონიას - 53% გააჩნია, სხვა ქვეყნებში კი ეს რიცხვი 15-20%-ს არ აჭარბებს. დისპეპსიის ჩივილებით შემოსული 50 პაციენტიდან კუჭის კიბოს დიაგნოზი ერთს უვლიდება. სტატისტიკის მიხედვით გამოჯანმრთელდება ავადმყოფთა მხოლოდ 29%“,- აღნიშნა გიორგი კორახაშვილმა. ✅ლექციის დასასრულს, შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაინაცვლა. ✅შეხვედრას ესწრებოდა თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი ზურაბ რაინაული, ამავე კლინიკის ქირურგი ონკოლოგი ბესო მეტონიძე და კანისა და რბილი ქსოვილების ექიმი ნათია მამადაშვილი. ✅ლექცია-ტრენინგები ონკოლოგიური ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ჯამში 14 სალექციო-ინფორმაციულ შეხვედრას მოიცავს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში რიგით მეოთხე იყო. ✅ცნობისთვის, „საუბრები ონკოლოგიის შესახებ“ - ამ სახელწოდების ლექცია-სემინარი, ჩვეულ ინტერაქტიულ რეჟიმში, მომავალშიც გაგრძელდება და თვის ბოლო შაბათს გაიმართება. შემდეგი ლექცია-სემინარის თარიღად 25 იანვარი განისაზღვრა.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია - “თეთრი ხალათები“ 18.11.2019

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია - “თეთრი ხალათები“ თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა. თბილისის ონკოლოგიური ცენტრის პერსონალმა, სხვა კოლეგებთან ერთად, კლინიკის წინ მდუმარე აქციით, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახში უსაფრთხოდ დაბრუნება მოითხოვა.

ევროპის ონკოგინეკოლოგთა კონგრესი 2019, ათენი 04.11.2019

ათენში, „ევროპის ონკოგინეკოლოგთა კონგრესი 2019“ გაიმართა. თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი დინა ქურდიანი, როგორც ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების (ESGO) საბჭოს წევრი სესიის წამყვანი გახლდათ. დინა ქურდიანის პრეზენტაციის თემა ონკოგინეკოლოგიური პაციენტის პრეოპერაციული და ქირურგიული მართვის თანამედროვე მიდგომები იყო.

ექიმებისთვის ლექცია-სემინარი 30.10.2019

✅თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში მოღვაწე ექიმებისთვის ლექცია-სემინარი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ონკოლოგიური ცენტრის ექიმებმა, ისე, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში მომუშავე მედიკოსებმა. ✅შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა ონკოლოგიური დაავადებები, კერძოდ კი კოლორექტული კიბო იყო. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, რომ გასცნობოდა სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული დიაგნოსტირების საკითხს, ასევე, ლაპაროსკოპიულ მეთოდსა და მის უპირატესობებს ონკოქირურგიაში. ✅ლექცია-სემინარის პრეზენტატორი ქირურგი ონკოლოგი - ბესო მეტონიძე გახლდათ. მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრების მიზანს, ონკოავადობის დროული გამოვლენის ხერხები და სწრაფი დიაგნოსტიკა-მკურნალობა წარმოადგენს. ✅შეხვედრას ესწრებოდა თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი ზურაბ რაინაული, აღნიშნული სალექციო კურსის ორგანიზატორი - ამავე კლინიკის ზოგადი ონკოლოგი პაატა ბეგიჯანაშვილი, ონკო-გინეკოლოგი ვახტანგ ბუცხრიკიძე და კანისა და რბილი ქსოვილების ექიმი ნათია მამადაშვილი. ✅ლექცია-ტრენინგები ონკოლოგიური ცენტრის ახალი მიმართულებაა, რომელიც ჯამში 14 სალექციო-ინფორმაციულ შეხვედრას მოიცავს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში რიგით მესამე იყო. ✅ცნობისთვის, „საუბრები ონკოლოგიის შესახებ“ - ამ სახელწოდების ლექცია-სემინარი, ჩვეულ ინტერაქტიულ რეჟიმში, მომავალშიც გაგრძელდება და ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება.

World Cancer Leader’s summit 2019 20.10.2019

🔴ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში World Cancer Leader’s summit 2019 გაიმართა. თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი დინა ქურდიანი, მსოფლიო კიბოს ლიდერთა სამიტზე მიწვეული გახლდათ როგორც ევროპის ონკოგინეკოლოგთა ორგანიზაციის ESGO საბჭოს წევრი. 🔵დინა ქურდიანი სამიტზე სიტყვით გამოვიდა და გინეკოლოგიური კიბოსწინარე დაავდებების თანამედროვე მართვის შესახებ ისაუბრა.

20 სექტემბერი - გინეკოლოგიური კიბოს საერთაშორისო დღე თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში 20.09.2019

📌20 სექტემბერი - გინეკოლოგიური კიბოს საერთაშორისო დღე თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში 🔴თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში გინეკოლოგიური კიბოს საერთაშორისო დღე აღინიშნა. ჩვენი კლინიკის ონკოგინეკოლოგმა, ევროპის ონკოგინეკოლოგთა საბჭოს წევრმა და საქართველოში აღნიშნული აქციის ორგანიზატორმა დინა ქურდიანმა, კლინიკის დამფუძნებელთან და დირექტორთან - პროფესორ ზურაბ რაინაულთან ერთად, ონკოლოგიური ცენტრის პაციენტები მოინახულეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. 🔵დინა ქურდიანმა და ზურაბ რაინაულმა, გარდა გინეკოლოგიური დეპარტამენტის პაციენტებისა, ქიმიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან - ეკა დგებუაძესთან ერთად, ის პაციენტებიც დაასაჩუქრეს, რომლებიც ამჟამად ქიმიოთერაპიის კურსს გადიან. ➡️ასევე, ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „დაავადებათა პრევენციის ფონდი“; „ალიანსი კიბოს წინააღმდეგ“ და “ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოება“. ☑️თბილისის ონკოლოგიური ცენტრი მადლობა უხდის ყველა ორგანიზატორს მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა კი დაავადების პრევენციის ფონდის წარმომადგენელს ნინო გაჩეჩილაძეს.

ლისის ტბაზე ქალთა კიბოს წინააღმდეგ გლობალური მარათონი გაიმართა 20.09.2019

🔴 გინეკოლოგიური კიბოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლისის ტბაზე ქალთა კიბოს წინააღმდეგ გლობალური მარათონი-მსვლელობა გაიმართა. აღნიშნული მარათონი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. კამპანია ხელს უწყობს დაავადების ნიშნების ამოცნობასა და შესაბამისი ზომების მიღებას საერთაშორისო კამპანიასთან - ,,GO... ცნობადობისთვის, მოქმედებისთვის, იმედისა და სიცოცხლისთვის“ ერთად. 🔵 მარათონის მონაწილეებმა 1 კილომეტრი გაირბინეს. გამოვლინდენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი - დავით ლორიაშვილი (სამბოში მსოფლიოს და ევროპული თამაშების ჩემპიონი), მეორე ადგილი - გიორგი ყულიაშვილი (თბილისის ონკოლოგიური ცენტრი - ექთნის დამხმარე), მესამე ადგილი - გიორგი ქარუმიძე (თბილისის ონკოლოგიური ცენტრი - უმცროსი ექიმი) და მეოთხე ადგილი - ქეთი ივანიაშვილი (თბილისის ონკოლოგიური ცენტრი - საოპერაციოს ექთანი). ☑️გამარჯვებულები ონკოგინეკოლოგმა, ევროპის ონკოგინეკოლოგთა საბჭოს წევრმა და საქართველოში აღნიშნული აქციის ორგანიზატორმა დინა ქურდიანმა, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ზურაბ რაინაულმა და ასევე, ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა „დაავადებათა პრევენციის ფონდის“ წარმომადგენელმა ნინო გაჩეჩილაძემ დააჯილდოვეს. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 👩‍⚕️მდედრობითი სქესის მოსახლეობის ინფორმირების ზოგადი დონე გინეკოლოგიური კიბოს შესახებ ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად დაბალია! ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და საადვოკაციო ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეგვეძლება ცნობიერების ამაღლება, გინეკოლოგიური კიბოს პროფილაქტიკის და ადრეული გამოვლენის გაუმჯობესება. 🔵2018 წელს, მსოფლიოში 1.3 მილიონზე მეტ ქალს გინეკოლოგიური კიბო დაუდგინდა: საშვილოსნოს ყელის კიბო 44%, საკვერცხეების კიბოს ახალი შემთხვევები - 23%, ენდომეტრიუმის კიბო - 29% და სხვა ლოკალიზაციაში 5%. 2018 წელს, მსოფლიოში გინეკოლოგიური კიბოთი 468,000 ქალი გარდაიცვალა. ☑️აღსანიშნავია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, დინა ქურდიანმა და ზურაბ რაინაულმა, ქიმიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან - ეკა დგებუაძესთან ერთად, ჩვენი კლინიკის პაციენტებიც მოინახულეს, მათ შორის ის პაციენტებიც, რომლებიც ამჟამად ქიმიოთერაპიის კურსს გადიან. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მათაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ➡️ასევე, ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „დაავადებათა პრევენციის ფონდი“; „ალიანსი კიბოს წინააღმდეგ“ და “ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოება“. ☑️თბილისის ონკოლოგიური ცენტრი მადლობა უხდის ყველა ორგანიზატორს მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა კი დაავადების პრევენციის ფონდის წარმომადგენელს ნინო გაჩეჩილაძეს.

ყურადღება! 20.09.2019

📣📣 📣 ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის უახლესი მეთოდი!! ➡ პირველად საქართველოში, "მოდარაჯე" (სენტინელის) ლიმფური კვანძის მარკირების მეთოდიკა თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, 2016 წელს, ქირურგ-მამოლოგის, მედიცინის აკადემიური დოქტორის - ირაკლი სიხარულიძის მიერ დაინერგა. 🌸 "მოდარაჯე" ლიმფური კვანძის აღმოსაჩენად სპეციალური ნივთიერება გამოიყენება, რომელიც ნანოტექნოლოგიების გამოყენებითაა შექმნილი. ის აბსოლუტურად უსაფრთხოა და არ ახასიათებს გართულებები. ➡პრეპარატი სიმსივნესთან მდებარე უახლოეს ლიმფურ კვანძში აკუმულირდება, მისი ლოკალიზაციის დადგენა კი სპეციალური დეტექტორით ხდება. თუ აღნიშნული ლიმფური კვანძი მეტასტაზურად დაზიანებული არ აღმოჩნდა, ლიმფური კვანძების ამოჭრის საჭიროება აღარ დგება. ➡მეთოდი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით - 98% 🔶 🌸აღნიშნული მეთოდიკა საგრძნობლად ამცირებს ოპერაციულ ტრავმატიზმს, რეაბილიტაციის პერიოდს, საშუალებას გვაძლევს ავირიდოთ ისეთი მძიმე გართულება, როგორიცაა ზედა კიდურის ადრეული და გვიანი შეშუპება (ლიმფოსტაზი). არ ზღუდავს პაციენტის შრომისუნარიანობას და არ იწვევს ინვალიდიზაციას. ☀მეთოდი დაახლოებით 15 წელია რაც აშშ-სა და ევროპის წამყვან კლინიკებში ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის პრაქტიკაში გამოიყენება🌸 ➡ მის.: ქ.თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქ.№5 , ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, მე-4 და მე-5 სართული. 📞 (+995 032) 236 44 85

რას ნიშნავს თავმდგმური?! 20.09.2019

❓რას ნიშნავს თავმდგმური?! თავმდგმური არის პაციენტის ახლობელი ადამიანი, რომელმაც პაციენტის კლინიკიდან გაწერის შემდეგ მასზე უნდა იზრუნოს, მისცეს აბები საჭირო დროს, დაუმუშავოს ჭრილობა, ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის მითითება და ა.შ. 👩‍⚕️სწორედ ამიტომ, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის მთავარი ექთნის მარინა სახვაძის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, ჩვენს კლინიკაში პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების თვითგანსწავლა ხდება. 📌მარინა სახვაძის ხელმძღვანელობით, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ექთნები და სანიტრები ყველა პაციენტის თავმდგმურს ინდივიდუალურ სწავლებას უტარებენ.

20 სექტემბერს გინეკოლოგიური კიბოს წინააღმდეგ გლობალური მარათონი გაიმართება 19.09.2019

2019 წლის 20 სექტემბერი გინეკოლოგიური კიბოს საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, რომლის მიზანია დაავადების რისკფაქტორების შესახებ ქალთა ცნობიერების ამაღლება. კამპანია ხელს უწყობს დაავადების ნიშნების ამოცნობასა და შესაბამისი ზომების მიღებას საერთაშორისო კამპანიასთან – “GO… ცნობადობისთვის, მოქმედებისთვის, იმედისა და სიცოცხლისთვის“ ერთად. აღსანიშნავია, რომ კამპანია ერთდროულად 20-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში გინეკოლოგიური კიბოთი ყოველწლიურად დაახლოებით 98 ათასი ქალი ავადდება, ხოლო ევროპაში 58 ათასი ქალი საშვილოსნოს ყელის კიბოთი დიაგნოსტირდება. მდედრობითი სქესის მოსახლეობის ინფორმირების ზოგადი დონე გინეკოლოგიური კიბოს შესახებ ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად დაბალია! ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და საადვოკაციო ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეგვეძლება ცნობიერების ამაღლება, გინეკოლოგიური კიბოს პროფილაქტიკის და ადრეული გამოვლენის გაუმჯობესება. 2018 წელს, მსოფლიოში 1.3 მილიონზე მეტ ქალს გინეკოლოგიური კიბო დაუდგინდა: საშვილოსნოს ყელის კიბო 44%, საკვერცხეების კიბოს ახალი შემთხვევები – 23%, ენდომეტრიუმის კიბო – 29% და სხვა ლოკალიზაციაში 5%. 2018 წელს, მსოფლიოში გინეკოლოგიური კიბოთი 468,000 ქალი გარდაიცვალა. 2019 წლის 20 სექტემბერს გინეკოლოგიური კიბოს მსოფლიო დღე 20-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღეს უერთება საქართველოც. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: თბილისის ონკოლოგიური ცენტრი; დაავადებათა პრევენციის ფონდი; ალიანსი კიბოს წინააღმდეგ; ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოება. ამ დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილია საქველმოქმედო ხასიათის სხვადასხვა აქტივობები: 11:00 საათზე თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში პაციენტების მონახულება და სიმბოლური საჩუქრების გადაცემა იგეგმება. 14:00 საათზე კი ლისის ტბაზე ქალთა კიბოს წინააღმდეგ გლობალური მარათონი-მსვლელობა მოეწყობა. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში არსებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკოგინეკოლოგი და ევროპის ონკოგინეკოლოგთა საბჭოს წევრი დინა ქურდიანი.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა - ინტერვიუ გიორგი კორახაშვილთან! 8.08.2019

👨‍⚕️👩‍⚕️ექიმის როლი ომში - თანამედროვე მედიცინამ მოგვცა საშუალება რათა სამედიცინო სფერო საბრძოლო უზრუნველყოფის სამსახური გამხდარიყო. პირველ რიგში ეს არის ჯარისკაცის ფსიქოლოგიური სიმტკიცისა და საბრძოლო სულისკვეთების განმამტკიცებელი სისტემა. ბრძოლაში შესვლისას ჯარისკაცი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მის სიცოცხლეზე ზრუნავენ და დაჭრის შემთხვევაში გადაარჩენენ. 🔴მოგეხსენებათ, 2008 წლის აგვისტოს ომში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში საველე ჰოსპიტალი იყო განთავსებული, სწორედ ამ საველე ჰოსპიტალის ერთ-ერთი წამყვანი ექიმი გახლდათ თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ზოგადი ქირურგი, პროფესორი და მედიცინის დოქტორი გიორგი კორახაშვილი: 🔵„2008 წლის 7 აგვისტოს, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მორიგე ვიყავი. წინა საომარი პროცესი უკვე დაწყებული იყო, ვაკვირდებოდით მოვლენებს... შემდეგ კომისარიატიდან დამირეკეს... მანამდე სამედიცინო რეზერვის კურსები მქონდა გავლილი. სჭირდებოდათ ექიმები ტყვიავის საველე ჰოსპიტალისთვის,ჩვენ გამოგვიძახეს როგორც სამედიცინო რეზერვი, აღნიშნული ჰოსპიტალის უფროსი ლაშა ქოიავა იყო. პირველად ვაზიანში მივედით, მოგვცეს ავტომატი და აღჭურვილობა. სწორედ ჩვენი ვაზიანში ყოფნის დროს ჩამოვარდა პირველი ბომბი. ვაზიანიდან იმავე დღეს მოხდა ჩვენი გორში ტრანსპორტირება. რადგან გორში გვიან ჩავედით, ღამე ქალაქგარეთ გავათენეთ. ჩვენს თვალწინ ხდებოდა გორის დაბომბვა და ეს თვალნათლივ ჩანდა... დილით, ექიმებს საველე ჰოსპიტალის უფროსმა მოგვაკითხა. მოხდა ჩვენი ტყვიავის საველე ჰოსპიტალში გადაყვანა. იმავე ღამით, ტყვიავში გაშლილი ჰოსპიტალი დაჭრილ და დაღუპულ ჯარისკაცებს იღებდა... 🔴 ჩემს თვალწინ ტყუპის ცალმა თავისი ძმის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, რომლის თავიც დაკარგული იყო და ამოცნობდა ვერ ხერხდებოდა... ძმამ ძმა ტატუს მეშვეობით ამოიცნო. იყო ემოციური სცენები... თვალის, ქვედა კიდურების დაზიანება... იქვე ვაკეთებდით ამპუტაციას, ზოგადი ქირურგები, სისხლძარღვთა ქირურგები, ტრავმატოლოგები, ვიყავით ბევრნი... იმავე ღამეს, გამთენიისას გამოაცხადეს ევაკუაცია, პრაქტიკულად ომის ბედი გადაწყვეტილი იყო უკვე... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავით, ჩვენ ჩვენი აღჭურვილობა არ დაგვიკარგავს, ყველაფერი დავკეცეთ და ჩვენს სპეციალურ მანქანებში ჩავალაგეთ, სწორედ ამ მანქანებით მოხდა სოფელ კარალეთში გადასვლა. საბედნიეროდ, ჩვენი სამედიცინო ჰოსპიტალი მსხვერპლს გადაურჩა. შემდგომ გორის ჰოსპიტალთან დავბანაკდით, მოგვიანებით უფლისციხეში, უკვე 11 რიცხვში საღამოს უკან საგურამოში და ბოლოს თბილისში დავბრუნდით. 🔵ჩვენ, ექიმები ვხვდებით, რომ როდესაც ასეთ ადგილას მიდიხარ, მიდიხარ დიდი შემართებით, სამშობლოს დასაცავად, ხარ დარწმუნებული რომ არა ვიღაცის დასაპყრობად, არამედ შენი ტერიტორიის დასაცავად მიდიხარ, ეს არის ძალინ აღმატებული გრძნობა, არ ფიქრობ ამის გვერდით მოვლენებზე თუ რა დაგხვდება იქ... კი, მართალია, ყველაფერი იცი, მაგრამ როცა ამ ყველაფრის პირისპირ აღმოჩნდები, ემოცია მაშინ ერთვება - როცა შენს თავზე ზუზუნებს ტყვიები, ვარდება ბომბები და ამ პირობებში გიწევს ჯან-ღონით სავსე ადამიანების მიღება, რომლებმაც გაწირეს თავი, და ჯანმრთელობა სამშობლოს დაცვის სამსხვერპლოზე მიიტანეს. აი, როცა ამ დაჭრილებსა და დახოცილებს შენს ხელში გავლა უწევთ, აი მაშინ გეუფლება ემოცია, მაგრამ ემოციის უფლება არ გაქვს, იმიტომ რომ ხარ ექიმი და ხარ პროფესიონალი... შენ ეს ემოცია შენს თავში უნდა ჩაკლა, ადგილზე უდნა ჩაკლა და ისედაც დამძიმებულ და სტრესში მყოფ პაციენტამდე ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიტანო.

აქცია! 2-20.08.2019

📌თბილისის ონკოლოგიური ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების ქირურგიის დეპარტამენტი ზაფხულის ცხელ დღეებს აქციით ხვდება. 🔴დღეიდან, 20 აგვისტოს ჩათვლით. შესაძლებლობა გაქვთ თავისა და კისრის სიმსივნეების ქირურგ-ონკოლოგთან, მედიცინის აკადემიურ დოქტორ მინდია ლანჩავასთან კონსულტაცია დაგეგმოთ და 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ. 🔵თავ-კისრის არე შესაძლოა მოიცავდეს სხვადასხვა ჰისტოლოგიური სტრუქტურის მქონე როგორც კეთილთვისებიან, ისე ავთვისებიან სიმსივნეებს, რომლებიც ლოკალიზდებიან: ☑️თავისა და კისრის კანზე და რბილ ქსოვილზე ☑️ფარისებურ ჯირკვალზე ☑️ტუჩისა და პირის ღრუს ორგანოებზე ☑️ყელ-ყურ-ცხვირის არეზე (ცხვირის ღრუ ხორხ-ხახის ორგანოები) ☑️თვალბუდეზე (თვალი,ზედა და ქვედა ქუთუთო) ☑️დიდი და მცირე (ყბაყურა, ყბისქვეშა, ენისქვეშა) სანერწყვე ჯირკვლებზე ☑️ზედა და ქვედა ყბაზე და ა.შ. კლინიკის მედპერსონალი და სპეციალისტების გამოცდილი გუნდი მინდია ლანჩავას ხელმძღვანელობით, თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნებს. მიღების საათებია 11:00-დან 14:00 საათამდე. ჩაწერა ხდება წინასწარ: ☎️Tel: 0322 36 44 85 ან 0322 36 44 86 ☎ მინდია ლანჩავა: 593 91 00 68 mindialanchava79@gmail.com 📍 ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, მე-4 და მე-5 სართული.

ინფორმაცია! 26.07.2019

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში პაციენტების კონსულტაციებს, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის მიზნით, განაგრძობს კლინიკის დირექტორი, უროლოგი და ონკოქირურგი, პროფესორი - ზურაბ რაინაული. პაციენტების მიღება წარმოებს ყოველ სამუშაო დღეს ‪12:00- 15:00 საათებში‬. მიღებაზე პაციენტების ჩაწერა ხდება წინასწარ. ☎️ 2 364485; 2 364486; ‪597888060

უფასო კვლევები 22.07.2019

🔴თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, შესაძლებობა გაქვთ, საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლის სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებილი გამოკვლევებით სრულიად უფასოდ ისარგებლოთ. 🎗️ჩვენს კლინიკაში, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის უფლება, მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ. 📍ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, მე-4 და მე-5 სართული. ☎️Tel: 0322 36 44 85 ან 0322 36 44 86

სიახლე! „დასვით კითხვა - ხაზზეა ექიმი“ 2.07.2019

სიახლე თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ოფიციალური გვერდის ვებმომხმარებლებს - ყოველ ოთხშაბათს, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ჩვენი კლინიკის ექიმებს თქვენი ჩივილებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვა დაუსვათ. კლინიკის ექიმები, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, ეცდებიან თქვენს კითხვებს დისტანციურ რეჟიმში პასუხი გასცენ. კითხვები მოგვწერეთ „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდის პირად შეტყობინებაში შეგახსენებთ, რომ კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები: მამოლოგია; კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგია; თავ-კისრის ქირურგია; ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგია; ოფთალმოლოგია; გინეკოლოგია; უროლოგია; ორთოპედია-ტრავმატოლოგია; აღდგენითი (პლასტიკური) ქირურგია; ოტორინოლარინგოლოგია; ენდოკრინოლოგია; ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგია; ქიმიოთერაპია; რეანიმაცია-ანესთეზია; პროქტოლოგია; ლაბორატორია; ციტოლოგია; ენდოსკოპია; რადიოლოგია და სხივური თერაპია.

ინფორმაცია! 30.06.2019

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს უროლოგიური დეპარტამენტი, სადაც საშარდე სისტემის ორგანოების, როგორც ონკოლოგიური ასევე არაონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოებს. ‍უროლოგიურ დეპარტამენტში თქვენზე ზრუნავენ პროფესორი ზურაბ რაინაული, ასოცირებული პროფესორი მამუკა მჭედლიძე და მედიცინის დოქტორი ელნურ კამბაროვი, რომლებიც საშარდე სისტემის ორგანოების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს ფლობენ. ცენტრში წარმატებით ტარდება შარდის ბუშტისა და პროსტატის ტრანსურეთრალური (ე.წ.უსისხლო ) ოპერაციები თანამედროვე OLYMPUS-ის ფირმის აპარატურით. ასევე, თირკმელებზე, შარდსაწვეთებზე, შარდის ბუშტზე და პროსტატაზე სხვადასხვა მოცულობის ყველა ტიპის ოპერაციები წარმოებს, მათ შორის შარდის ბუშტის სრულად ამოკვეთის დროს ხელოვნური შარდის ბუშტის ფორმირება. ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული. ☎️Tel: 2 36 44 85 ან 2 36 44 86

თბილისის ონკოლოგიური ცენტრში ექიმებისთვის ლექცია-სემინარი გაიმართა 29.06.2019

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში მოღვაწე ექიმებისთვის ლექცია-სემინარი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ონკოლოგიური ცენტრის ექიმებმა, ისე, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში მომუშავე ექიმებმა. შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა ონკოლოგიური დაავადებები, მისი პრევენცია, ასევე, თანამედროვე და ეფექტური მკურნალობის მეთოდები იყო. აღნიშნული შეხვედრების მიზანს წარმოადგენს ონკოლოგიური ავადობის მიზეზებთან ბრძოლის ახალი მეთოდების გაცნობა, ონკოავადობის დროული გამოვლენის ხერხები და სწრაფი დიაგნოსტიკა-მკურნალობა. შეხვედრა თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორმა ზურაბ რაინაულმა გახსნა და მოწვეულ ექიმებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. მედიცინის აკადემიური დოქტორის, პროფესორის, ექიმის, ქირურგის, უროლოგის, ონკოლოგის, რადიოლოგის - ზურაბ რაინაულის განცხადებით, „საუბრები ონკოლოგიის შესახებ“ - ამ სახელწოდების ლექცია-სემინარი, ჩვეულ ინტერაქტიულ რეჟიმში, მომავალშიც გაგრძელდება და ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება. ლექცია-სემინარის პრეზენტატორი ზოგადი ქირურგი, კლინიკური სამსახურის უფროსი, პროფესორი - გიორგი კორახაშვილი გახლდათ, რომელმაც კოლეგებს ონკოლოგიური ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და სალექციო პროგრამა გააცნო. აღსანიშნავია, რომ ლექცია-ტრენინგის ორგანიზატორია თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ზოგადი ონკოლოგი პაატა ბეგიჯანაშვილი. მისი თქმით, ეს არის ონკოლოგიური ცენტრის ახალი მიმართულება, რომელიც ჯამში 14 სალექციო-ინფორმაციულ შეხვედრას მოიცავს. პაატა ბეგიჯანაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ ექიმს შეუძლია, მსურველებს კი ამის საშუალება დღეიდან 2 თვის ვადაში აქვთ.

ყურადღება! 23.03.2019

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში პაციენტების კონსულტაციებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის მიზნით განაგრძობს კლინიკის დირექტორი, უროლოგი და ონკოქირურგი, პროფესორი - ზურაბ რაინაული. პაციენტების მიღება წარმოებს ყოველ სამუშაო დღეს ‪12.00- 15.00 საათებში‬. ჩაწერა წინასწარ. ტელ: 2 364485, 2 364486, ‪597888060

ინფორმაცია! 22.03.2019

სიახლე თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში: პირველად კლინიკის ისტორიაში წარმატებით განხორციელდა ართროსკოპიული ოპერაცია რომელიც ჩაატარა გამოცდილმა ტრავმატოლოგ-ორთოპედმა დიმიტრი ლაშხმა, რომელიც მომავალშიც ითანამშრომლებს კლინიკასთან და პაციენტებს მიიღებს ყოველ პარასკევს 10:00- 15:00 საათებში. ჩაწერა წინასწარ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 2364485, 2364486, 597888060

თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ექიმები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის 14.03.2019

თბილისის ონკოლოგიურმა ცენტრმა, კლინიკის დირექტორის, პროფესორ ზურაბ რაინაულის ორგანიზებით იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს მოძრავ ლაბორატორიას უმასპინძლა, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის სარეზერვო მარაგს ქმნის. – ბატონო ზურაბ, ვისი ინიციატივა იყო ლეიკემიანი ბავშვების დასახმარებლად სისხლის გაღება? – მივიღეთ შეტყობინება, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სისხლის ბანკი გადაუდებლად საჭიროებს დონორ მასალას ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის. ეს აქცია ძირითადად მიმართულია იქითკენ, რომ დონორების მიერ გაცემული სისხლი და მისი კომპონენტები მოხმარდეს ლეიკემიით დაავადებულ პატარებს. ბუნებრივია, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვართ, როდესაც ასეთი შეტყობინება მივიღეთ. მე გამოვთქვი სურვილი რომ მიგვეღო მონაწილეობა და აბსოლუტურად ყველა ჩემმა თანამშრომელმა ამიბა მხარი. ჩვენც ხომ ზუსტად იგივე საქმეს ვემსახურებით , რასაც ჩვენი კოლეგები აკეთებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ლეიკემია იქნება თუ სხვა დაავადება. – ანუ თქვენი კლინიკის მთელი კოლექტივი ჩაერთო სისხლის აღების აქციაში? – ასე გამოდის, რაც ძალიან მიხარია. სისხლის ჩაბარებამდე თითოეულმა ჩვენგანმა წინასწარი გასაუბრება გაიარა და დაეხმარნენ პატარებს. ამას მოველოდი კიდეც და არც გამკვირვებია. სისხლი ჩააბარეს ჩვენი კლინიკის ექიმებმა, ექთნებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. – ეს ერთჯერადი აქცია იყო თუ განმეორებითი ხასიათი ექნება? – ჩვენ მომავალშიც ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივიღებთ ამ ტიპის აქციებში მონაწილეობას. – ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისის ონკოლოგიური ცენტრია ჩართული ამ აქციაში თუ სხვებიც არიან? – იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია გამოიჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას და ჩაერთვება სისხლის უანგაროდ დონაციის აქციაში. ეს ლოგიკურიცაა და მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი ასე უნდა მოიქცეს. აქ გმირობა არაფერ შუაში არ არის. როგორც კი შეტყობინება მოვიდა, მყისიერად გამოვეხმაურეთ და ორგანიზებაც სპონტანურად მოხდა – 4-5დღეში. ეს ის თემაა, როდესაც თითოეულ საათს აქვს მნიშვნელობა. ექიმებმა კი ყველაზე უკეთ ვიცით დროის ფასი.

თქვენ ჯანმრთელობა პროფესიონალების ხელშია! საინტერესო შემთხვევა პრაქტიკიდან 18.02.2019

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში დაიგეგემა და ჩატარდა მორიგი წარმატებული ოპერაცია. სისხლიანი შარდვის (ჰემატურიის) ჩივილებით კლინიკას მოაკითხა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელსაც ცხრა წლის წინ ჩატარებული ჰქონდა საკეისრო კვეთა, თუმცა ზემოთ აღნიშნული ჩივილები გამოჩნდა მხოლოდ რამოდენიმე თვის წინ. კლინიკის ონკო-გინეკოლოგებისა და უროლოგების მიერ, სათანადო და ადეკვატური გამოკვლევების შედეგად დადგინდა კავშირი შარდის ბუშტსა და საშვილოსნოს შორის. (ფისტულა) აღნიშნული დიაგნოზის შესაბამისად შემუშავდა მკურნალობისა და ოპერაციის ტაქტიკა, ოპერაცია წარმატებით განხორცილდა გინეკოლოგებისა და უროლოგების მიერ. ოპერაციის დროს წინასაოპერაციო დიაგნოზი სრულად დადასტურდა. ეს არის იშვიათი შემთხვევა პრაქტიკიდან, როდესაც ფისტულა წარმოიშვა შარდის ბუშტის უკანა კედელსა და საშვილოსნოს იმ უბანს შორის, რომელიც საკეისრო კვეთის დროს გაიკერა ნაკერებით და გაიხსნა მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ.ოპერაციის დროს ფისტულაში აღმოჩნდა სხვადასხვა შემადგენლობისა და ზომის ნაკერები, ძაფები, რომლებიც არ გაიწოვა დიდი ხნის განმავლობაში და რომელმაც განაპირობა აღნიშნული ფისტულის ჩამოყალიბება. პაციენტს ჩაუტარდა საშვილოსნოს ექსტრიპაცია და შარდის ბუშტის უკანა (დაზიანებული) კედლის რეზექცია ტექნიკური სირთულეების გარეშე, ოპერაციის პროგნოზი არის სრული გამოჯანმრთელება. გთავაზობთ აღნიშნული ოპერაციის ვიზუალურ მასალას.

26.01.2019 საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული! 26.01.2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის“ კვირეულის ფარგლებში, „საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების” ორგანიზებითა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის მხარდაჭერით, გაიმართა სემინარი თემაზე - „საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კლინიკური ასპექტები”. სემინარში მონაწილეობდა 100-ზე მეტი მეან-გინეკოლოგი, როგორც თბილისიდან, ასევე, რეგიონებიდან. თბილისის ონკოლოგიური ცენტრიდან, სემინარში, ონკო-გინეკოლოგი - ციცი მესხი მონაწილეობდა. მისი მოხსენების თემა გახლდათ ,,საშვილოსნოს ყელის მიკროინვაზიური კიბო - საეჭვო ნიშნები, კოლპოსკოპიური დასკვნები და მენეჯმენტი“. სემინარის მიზანი იყო დარგის სპეციალისტებისთვის ამ მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული ცოდნის ამაღლებას. შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლო კვირას, მთელს ევროპაში „საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის” კვირეული აღინიშნება.

ინფორმაცია! 8.02.2019

თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის უროლოგიური დეპარტამენტი საშარდე სისტემის დაავადების მქონე პაციენტებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების სრულ სპექტრს სთავაზობს.
კვალიფიციური ექიმ-უროლოგის კონსულტაცია;
საშარდე სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ევროპული სტანდარტებით;
შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების სრული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევა;
უროლოგიური დაავადებების კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობა როგორც ე.წ უსისხლო გზით, ასევე თირკმელების, შარდის ბუშტის, პროსტატისა და სხვა ორგანოების ყველა მოცულობისა და სირთულის ოპერაცია;
თბილისის ონკოლოგიური ცენტრის, ოფიციალური პარტნიორია გერმანიის ქალაქ ოლდენბურგის საუნვერსიტეტო უროლოგიური კლინიკა ( დირექტორი, პროფესორი - Friedhelm Wawroscheki) 
საჭიროების შემთხვევაში თქვენ ჩაგიტარდებათ ჩვენი გერმანელი კოლეგების კონსულტაციები.

ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული.

Tel: +995 32 236 44 85/86

ინფორმაცია! 8-11.01.2019

თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ზოგადქირურგიული და ონკოაბდომინური ქირურგიის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიებითა და აპარატურით, პოსტოპერაციული პერიოდის მართვისთვის საჭირო სრული აღჭურვის რეანიმაციული განყოფილებითა და პალატებით: ზოგადქირურგიული, ონკოაბდომინური, როგორც ღია, ისე ნაკლებად ინვაზიური ოპერაციული ჩარევებისათვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული დანადგარებითა და ინსტრუმენტებით
თბილისის ონკოლოგიური ცენტრის, ოფიციალური პარტნიორია მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკა (დირექტორი: ქირურგ-ონკოლოგი, პრივატ-დოცენტი დირკ ჯენტშურა) საჭიროების შემთხვევაში თქვენ ჩაგიტარდებათ ჩვენი გერმანელი კოლეგების კონსულტაციები. ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული. Tel: +995 32 236 44 85/86

ინფორმაცია! 8-11.01.2019

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი მასშტაბურ, საშობაო აქციას გთავაზობთ! 8-დან - 11 იანვარის ჩათვლით, მოქალაქეებს, კლინიკის ბაზაზე არსებული დეპარტამენტების ექიმებთან უფასო კონსულტაციებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტის მიერ დანიშნულ ლაბორატორიულ-ინსტუმენტულ კვლევებს 30%-იანი ფასდაკლებით ჩაიტარებენ. კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები: მამოლოგია; კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგია; თავ-კისრის ქირურგია; ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგია; ოფთალმოლოგია; გინეკოლოგია; უროლოგია; ორთოპედია-ტრავმატოლოგია; აღდგენითი (პლასტიკური) ქირურგია; ოტორინოლარინგოლოგია; ენდოკრინოლოგია; ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგია; ქიმიოთერაპია; რეანიმაცია-ანესთეზია; პროქტოლოგია; ლაბორატორია; ციტოლოგია; ენდოსკოპია; რადიოლოგია; სხივური თერაპია; საშობაო აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს უფასო გასინჯვა 10-დან 16 - საათამდე იწარმოებს. ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული. Tel: +995 32 236 44 85/86 Mobile:593 54 79 08; 597 88 80 60

ინფორმაცია! 11-14.11.2018

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი, კლინიკის პაციენტების ოჯახის წევრებსა და მომვლელებს სპეციალურ ტრენინგებს სთავაზობს. სწავლება გულისხმობს შესაბამისი საექთნო ლიტერატურით, მულაჟებითა და თვალსაჩინოებებით იმ პირველადი უნარების სწავლებას, რაც როგორც პაციენტს, ასევე მისი ოჯახის წევრებს, ბინაზე გაწერის შემდგომ ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს. სწავლება მიმდინარეობს პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საინტერესო საკითხებისა და ურთიერთობების სისტემური განხილვა-გარჩევით: • კონსულტაციები ემოციურ საკითხებზე: როგორ შევამციროთ სტრესი; • პაციენტის მოვლა სახლში, თვითმოვლის უნარები; • ოპერაციის შემდგომ და ქიმიოთერაპიის პროცესში პაციენტის მოვლა; • პრეპარატების მოქმედების მექანიზმისა და ბინაზე აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესახებ რეკომენდაციების გაწევა; დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მიმართოთ, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის მთავარ ექთანს, საქართველოს ექთნებისა და თანაშემწეების პროფესიული განვითარების ასოციაციის თავმჯდომარეს - მარინა სახვაძეს. საკონტაქტო ნომერი: 599 920334

ონკოლოგიური ცენტრის დირექტორის, პროფესორ - ზურაბ რაინაულის ვიზიტი პეკინში! 11-14.11.2018

გაცნობებთ, რომ, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი, პროფესორი - ზურაბ რაინაული, 11-24 ნოემბრის პერიოდში, ჩინეთის ქალაქ პეკინში, ცენტრალური სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ, საერთაშორისო სიმპოზიუმ-კონფერენციას ესწრებოდა. პროექტის სახელწოდება - ქამარი და გზა (Belt and road) გახლავთ, რომელშიც მსოფლიო მასშტაბით, გამოცდილი ექიმები და პროფესორები წინასწარი სააპლიკაციო ფორმებისა და წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევის საფუძველზე შეირჩნენ. აღნიშნული პროექტი რამდენიმე ძირითად აქტივობას გულისხმობდა, კერძოდ: • ლექცია-სემინარები პეკინის ცენტრალურ უნივერსიტეტში; • სასწავლო-საუნივერსიტეტო კლინიკების დათვალიერება და სასწავლო პროცესის გაცნობა; • პირველადი ჯანდაცვის რგოლის ინსტიტუციების გაცნობა; • შეხვედრები სტუდენტებთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან; • ვიზიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში; • კულტურული პროგრამა; აღსანიშნავია, რომ თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი - ზურაბ რაინაული, პროექტში, საქართველოს მხრიდან ჩართული ერთადერთი წარმომადგენელი გახლდათ, რომელმაც სიმპოზიუმ-კონფერენციის ფარგლებში, ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, საქართველო როგორც კულტურულ-ისტორიულ, ასევე სამედიცინო სფეროს სიახლეებისა და გამოწვევების ჭრილში გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, დაიგეგმა საერთაშორისო დონის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების შესაძლებლობაც.

გერმანელი ქირურგი-ონკოლოგის, დირკ ჯენტშურას ვიზიტი თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში 30.10-1.11.2018

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, გერმანელმა ქირურგ- ონკოლოგმა, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა - დირკ ჯენტშურამ კლინიკის ექიმებს, მცირე ინვაზიური ქირურგიის მიმართულებით გამოცდილება გაუზიარა. მან სხვა მეთოდებთან შედარებით, ლაპარასკოპიული გზით ჩატარებული ოპერაციის უპირატესობებზე, ანტიბიოტიკოთერაპიასა და მისი რაციონალურად გამოყენების მექანიზმებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ დირკ ჯენტშურამ, ყურადღება გაამახვილა სტატისტიკური კვლევის შედეგებზეც, რომელიც დარგის განვითარების საქმეში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ვიზიტის დროს დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობაც, რაც გერმანელი კოლეგის მხრიდან, თბილისის ონკოლოგიური ცენტრისათვის, შიდა სტანდარტების ოპტიმიზაციის კუთხით მხარდაჭერას გულისხმობს, ასევე თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში იგეგმება კონკრეტული ოპერაციებისა და მანიპულაციების ტრანსფერი გერმანული კლინიკიკებიდან.

ინფორმაცია 13-14.10.2018

13-14 ოქტომბერს, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები - ქირურგი-მამოლოგი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - ირაკლი სიხარულიძე, რადიოლოგები - მედიცინის დოქტორი, ეკა გიუაშვილი და ექიმი თინათინ მამულაშვილი - რადიოლოგის, მამოგრაფიის სწავლების კოორპორაციის პრეზიდენტის, პროფესორ ლასლო თაბარის (შვედეთი) ორდღიანი ტრენინგს - „ძუძუს დაავადებების გამოვლენა და დიაგნოსტიკა მულტიდისციპლინური მიდგომით“ დაესწრნენ. პროფესორმა შეკრებილ აუდიტორიას გაუზიარა თავისი 40 წლიანი გამოცდილება ძუძუს კიბოს სკრინინგსა და დიაგნოსტიკაში. მან წარმოადგინა თავისი საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური ხედვები, როგორც რენტგენოლოგიური, ისე მორფოლოგიური კუთხით, განიხილა და გააცნო საზოგადოებას უახლესი ტენდენციები და მიდგომები ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკაში. შეგახსენებთ, რომ რომ საერთაშორისო ექსპერტი შვედეთიდან საქართველოში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მოწვევით, ცენტრის 10 წლის იუბილესა და “ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში იმყოფებოდა. თბილისის ონკოლოგიური ცენტრი მადლობას უხდის ეროვნულ სკრინინგ ცენტრს მეტად საინტერესო მასტერკლასის ორგანიზებისათვის.

ინფორმაცია 19.10.2018

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, სრულად უფასოდ, შეგიძლიათ ჩაიტაროთ საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლის სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებილი გამოკვლევები. კლინიკაში, აღნიშნული მომსახურეობით სარგებლობის უფლება, თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ. ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული. საკონტაქტო ნომერი: ‪+995 32 236 44 85‬/86

ინფორმაცია 15.10.2018

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, ლაპარასკოპიული ქირურგიის გზამკვლევი შეიქმნება. აღნიშნული საინფორმაციო ხასიათის რესურსის შედგენაზე, მცირე ინვაზიური ქირურგიის სექციის ხელმძღვანელი, ქირურგი-ონკოლოგი - ბესო მეტონიძე მუშაობს. ლაპარასკოპიული ქირურგიის გზამკვლევი, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში კარგად აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს, რომელიც ოპერაციისათვის მზადებასა და რეაბილიტაციის პერიოდის სწორედ დაგეგმვა-განხორციელებაში ეხმარება როგორც პაციენტს, ასევე ექიმს, ექთანსა თუ სანიტარს. გზამკვლევში, ქვეთავებად, ისეთი ინფორმაციები მოიყრის თავს, როგორებიცაა: ,,ინფორმაცია პაციენტზე“, ,,ლაპაროსკოპიულ ოპერაციასთან დაკავშირებული ხშირი კითხვები“, ,,მომზადება ოპერაციისთვის“, ,,რა წავიღოთ კლინიკაში“, ,,ჰოსპიტალიზაცია და ოპერაციის დღე“, ,,ოპერაციის შემდგომი პერიოდი“, ,,ტკივილის მართვა“, ,,პირველი ნაბიჯები და გააქტიურება“, ,,ჭრილობის მოვლა“, ,,საკვების შერჩევა და დიეტა“, ,,ქირურგთან ვიზიტი კონტროლზე“ და სხვა.

ინფორმაცია 14.10.2018

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, სასწავლო-სამეცნიერო სექცია ჩამოყალიბდა, რომლის კოორდინატორი - ზოგადი ქირურგი, პროფესორი - გიორგი კორახაშვილი გახლავთ. აღნიშნული სექციის მიზანს კლინიკაში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის განვითრება, ხელშეწყობა და წახალისება წარმოადგენს. რაც შეეხება დასახულ ამოცანებს, ისინი რამდენიმე ძირითად პუნქტად გაიწერა: • სასწავლო მიმართულებების ჩამოყალიბება; • სასწავლო ბაზის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა; • სამეცნიერო საქმიანობისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა. თვალი მიადევნეთ ჩვენს გვერდსა და კლინიკის ოფიციალურ ვებ-გვერდს, რათა მიიღოთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში დაგეგმილი და მიმდინარე სიახლეების შესახებ. http://www.cancercenter.ge/index.html

ინფორმაცია 7.10.2018

გაცნობებთ, რომ თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი და ევროპის ონკოლოგთა საბჭოს წევრი - დინა ქურდიანი, 4-6 ოქტომბერს, საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, კონფერენციას - ,,ახალი მიდგომები იშვიათი გინეკოლოგიური კიბოს მართვაში", სესიის მოდერატორის სტატუსით დაესწრება.ამავე სესიის მეორე მოდერატორი - დევიდ სიბულა - ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი გახლავთ.ჩვენ დამატებით ინფორმაციასა და ფოტომასალას, კონფერენციის დასრულების შემდგომ ინტერნეტ-პლატფორმებზე გავავრცელებთ;თვალი მიადევნეთ კლინიკის აქტივობებს!კონფერენციის პროგრამისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე: ESGO State of the Art Conference – Esgo.org

ინფორმაცია 18.09.2018

გაცნობებთ, რომ 29 სექტემბერს, თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, იმართება ,,ჯანმრთელობის ფესტივალი 2018".

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი, წელს ამ ფესტივალში აქტიურად ჩაერთვება და 29 სექტემბერს დილის 10 საათიდან - საღამოს 10 საათამდე პერიოდში, კლინიკის სტენდთან თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს უმასპინძლებს, კლინიკის წარმომადგენლები მათ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან სხვადასხვა დეპარტამენტის, გამოკვლევისა და ოპერაციის შესახებ.

ფესტივალისა და ამ ღონისძიებაში თბილისის ონკოლოგიური ცენტრის კონკრეტული აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, უახლოეს დღეებში სრულად განთავსდება ჩვენს ინტერნეტ-პლატფორმებზე.

ინფორმაცია 13.09.2018

თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის ოფიციალური განცხადება

თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი, პაციენტის - თენგიზ აბულაძისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებას ეხმაურება, რომელშიც ზემოთ აღნიშნული პირები ბრალს სდებენ კლინიკის ქირურგიული სამსხურის უფროსს, ონკო-ქირურგს - ბატონ ლაშა თურქიაშვილს, თირკმელის მოტყუებით ამოღებასა და შემდგომ მის გაყიდვაში.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სიუჟეტში გაჟღერებული ბრალდება არის სრული სიცრუე და ცილისწამება არა მარტო ექიმის, არამედ, მთლიანად კლინიკის მიმართ. ყოველივე ეს კი უსამართლოდ ლახავს სამედიცინო დაწესებულებისა და მისი თანამშრომლების პროფესიულ ავტორიტეტს.

ჩვენ, პირველ რიგში, მოვუწოდებთ სამედიცინო საზოგადოებას, ჰქონდეთ მყისიერი და ადექვატური რეაქცია აღნიშნულ ფაქტზე, ვინაიდან, ეს არ არის პირველი უსაფუძვლო და გადაუმოწმებელი ბრალდება ექიმების მიმართ. მეორეს მხრივ, ცილისწამების ავტორებს მოვუწოდებთ, რომ აღიარონ თავიანთი შეცდომა და და იგივე სახით, როგორც გააკეთეს განცხადება, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში.

მანამ, სანამ კანონი დაგვიცავს უსაფუძვლო და იურიდიულად გადაუმოწმებელი ბრალდებებისგან, ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ ჩვენი სამართალი და იმედი გვაქვს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა იქცევა ქვეყანაში ექიმების უფლებების დაცვის კონკრეტულ მაგალითად.

ინფორმაცია 29.08.2018

მიმდინარე წლის აპრილისა და მაისის თვეში, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის მამოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი - ირაკლი სიხარულიძე, გახლდათ კონფერენციებზე გერმანიასა და საფრანგეთში, რომელიც ეძღვებოდა სიახლეებს ძუძუს კიბოს ქირურგიულ მკურანლობასა და რეკონსტრუქციაში. სწორედ მედიცინის ამ დარგში მიმდინარე თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გაცნობის შედეგად, პროფესორმა - ირაკლი სიხარულიძემ, ივნისის თვეში, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, პირველად ჩაატარა ძუძუს კიბოს დროს რეკონსტრუქცია LICAP (Lateral intercostal artery perforator) ნაფლეთით. აღნიშნული ნაფლეთით რეკონსტრუქცია გამოირჩევა კარგი კოსმეტიკური შედეგით, ნაკლები ტრავმირებითა და სწრაფი რეაბილიტაციის პერიოდით. პროფესორი ირაკლი სიხარულიძე: ,,ახალგაზრდა პაციენტმა მომართა კლინიკას ძუძუს კიბოს დიაგნოზით. მისი კატეგორიული სურვილი იყო ორგანოს შენარჩუნება, რაზეც საქართველოსა და რუსეთის რამდენიმე კლინიკიდან უარი მიიღო. კოსმეტიკური მხარის სირთულეს, პაციენტის მცირე ზომის სარძევე ჯირკვალი ქმნიდა და სტანდარული ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაცია გამოიწვევდა ძუძუს საგრძნობ დეფორმაციას, შეიქმნებოდა ქსოვილის დეფიციტი. ზუსტად ამ ქსოვილის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, სიმსივნის მოშორების შემდეგ, დაიგეგმა დეფექტის შევსება LICAP ნაფლეთით, რაც გულისხმობს რეკონსტრუქციას საკუთარი ქსოვილით მკვებავ სისხლძარღვზე. “ თვალსაჩინოებისათვის, გთავაზობთ ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ გადაღებულ ფოტომასალას. წერტილებით მონიშნული უბანი წარმოადგენს ძუძუს ქსოვილის სავარაუდო მოსაშორებელ მოცულობას, ხოლო შავად მონიშნული უბანი გახლავთ LICAP ნაფლეთი, რომლის მეშვეობითაც მოხდა დეფექტის აღდგენა. ფოტო (3) გადაღებულია ოპერაციის მეორე დღეს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის მოგვმართეთ - დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული Tel: +995 32 236 44 85/86

ინფორმაცია 20.07.2018

შეგახსენებთ, რომ თბილისის ონკოლოგიური ცენტრისა და რადიო ,,უცნობის" ერთობლივი ინიციატივით, გადაცემა - ,,რადიო - კონსულტაცია" 24 მაისიდან - 12 ივლისის ჩათვლით, ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 7 საათზე გადიოდა რადიოს პირდაპირ ეთერში. ამ პერიოდის მანძილზე, ჩვენი ექიმების დახმარებით, თქვენ საშუალება გგქონდათ გასცნობოდით იმ სიახლეებსა და გამოწვევებს რაც კლინიკაშია დანერგილი, ასევე საშუალება გქონდათ, პირდაპირ ეთერში, თქვენთვის საინტერესო საკითხზე, ნებისმიერი შეკითხვა დაგესვათ. ჩვენ ყველა გადაცემის ჩანაწერი, თარიღების მიხედვით შევკრიბეთ და სიამოვნებით გიზიარებთ, აქვე შეგახსენებთ, რომ დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის მოგვმართეთ - დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული Tel: +995 32 236 44 85/86 ჩანაწერების სრულად სანახავად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ მისამართებზე:

  • https://www.youtube.com/watch?v=qNcfqVct8WM
  • https://www.youtube.com/watch?v=Iv8cnnJNchg
  • https://www.youtube.com/watch?v=OSlqB9c9V00
  • https://www.youtube.com/watch?v=6TyAqddp5So
  • https://www.youtube.com/watch?v=r3w4AwqDBLU
  • https://www.youtube.com/watch?v=rOHkWuoFIm0
  • https://www.youtube.com/watch?v=4MdFHbSRIZY
  • ინფორმაცია 15.07.2018

    28-29 ივნისს, გერმანელმა ქირურგ-ონკოლოგმა, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა - დირკ ჯენტშურამ, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, ქართველ კოლეგებთან ერთად, ონკოლოგიური და გინეკოლოგიური პროფილის, ლაპარასკოპიული ოპერაციები ჩაატარა. ოპერაციებს, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-ქირურგებთან ერთად, ასევე სხვა კლინიკებიდან დაინტერესებული კოლეგები ესწრებოდნენ. გერმანელი ონკო-ქირურგის ვიზიტის ფარგლებში, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა, რაც უახლოეს მომავალში, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, დირკ ჯენტშურას ვიზიტსა და ლაპარასკოპიული ოპერაციების ჩატარებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ამ ოპერაციებზე მოწვეულნი იქნებიან როგორც თბილისის, ასევე რეგიონებიდან - აღნიშნული მიმართულებით დაინტერესებული ექიმები.

    29.06.2018 - ლაპარასკოპიული ონკოქირურგიის საღამო 04.07.2018

    თბილისის ონკოლოგიური ცენტრისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში - ლაპარასკოპიული ონკოქირურგიის საღამო გაიმართა. ღონისძიება, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა - ლალი მეკოკიშვილმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას, გერმანელი ქირურგი-ონკოლოგი, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტი და კსუ-ს აფილირებული პროფესორი - დირკ ჯენტშურა წარუდგინა. გერმანელი ქირურგისა და ონკოლოგის საქართველოში ვიზიტის ძირითადი აქტივობები, კსუ-ს აფლირებული კლინიკის - თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორმა - პროფესორმა - ზურაბ რაინაულმა მიმოიხილა. თბილისის ონკოლოგიური ცენტრის, ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ზოგადმა ქირურგმა და პროფესორმა - გიორგი კორახაშვილმა, შეკრებილ საზოგადოებას, კლინიკის მისიის, საქმიანობისა და განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო. ღონისძიების ძირითად ნაწილში, გერმანელი ქირურგ-ონკოლოგი, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი - დირკ ჯენტშურა, ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებით არსებული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ, საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საქართველოს კლინიკების წამყვან სპეციალისტებსა და კსუ-ს სტუდენტებს ესაუბრა.

    ინფორმაცია 04.07.2018

    26 ივნისს, გერმანელმა ქირურგ-ონკოლოგმა, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა - დირკ ჯენტშურამ, კსუ-ს აფილირებულ კლინიკაში - თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, ლექცია ჩაატარა. ლექცია, ზოგადი ქირურგიის ( ქირურგიულ დაავადებათა ზოგიერთი სიმპტომი და სინდრომი) სასწავლო დისციპლინის ფარგლებში ჩატარდა და დირკ ჯენტშურამ კსუ-ს სტუდენტებთან ,,მუცლის ღრუს წინა კედლის თიაქრების“ შესახებ ისაუბრა. ლექციას, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - ზურაბ რაინაული და ზოგადი ქირურგიის საგნის ხელმძღვანელი - კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, გიორგი კორახაშვილიც ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს, თბილისის ონკოლოგიური ცენტრისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, ლაპარასკოპიული ონკოქირურგიის საღამო გაიმართება, სადაც გერმანელი ქირურგი-ონკოლოგი, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი დირკ ჯენტშურა, დამსწრე საზოგადოებას თავის გამოცდილებას გაუზიარებს.

    ინფორმაცია 20.06.2018

    საქართველოს შრომისა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 მარტის ბრაძანების ( N01-13/ნ ) შესაბამისად, შპს „ქ.თბილისის ონკოლოგიერი დისპანსერის“სარისკო პოზიციაზე დაკავებული კლინიკის ყველა თანამშრომელს, C და B ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდა.

    20 ივნისს, კლინიკის პერსონალს B ჰეპატიტზე აცრა ჩაუტარდა.

    ინფორმაცია 13.06.2018

    11-დან - 13 ივნისის ჩათვლით, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრის ონკო-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი - ციცი მესხი, ავსტრიის გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, გინეკოლოგიის კლინიკურ დეპარტამენტში, მასტერკლასის ფარგლებში იმოფებოდა.

    ტრენინგ-კურსი - “Hysterectomies for benign and Malignant Indications: An Update“ - პროფესორებმა - კარლ ტამუსინმა და ანრიმ ბადერმა ჩაატარეს.

    მასტერკლასს საქართველოს ორ წარმომადგენელთან ერთად, უკრაინიდან - 5 მონაწილეც ესწრებოდა.

    მოსახლეობის უფასო სკრინინგი 09.06.2018 09.06.2018

    კამპანია „ევრომელანომა 2018-ის“ ფარგლებში 9 ივნისს ქ.თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, კანის სიმსივნეების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა უფასო გასინჯვის ტრადიციული აქცია ჩატარდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ონკოლოგიური ცენტრის წამყვანმა ონკოლოგებმა, ასევე სხვა კლინიკებიდან მოწვეულმა გამოცდილმა დერმატოლოგებმა და ონკოლოგებმა, რომელთაც კანის ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენის მიზნით, სრულიად უსასყიდლოდ გასინჯეს 115 ჩვენი მოქალაქე. მოგახსენებთ, რომ ,,ევრომელანომის“ კამპანია პირველად 1999 წელს ბელგიაში ჩატარდა, შემდეგ კი - 36 ქვეყანაში გავრცელდა. 2012 წლიდან „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ ინიციატივით, ჩვენი ქვეყანა ,,ევრომელანომის“ წევრი გახდა და წელს უკვე მეშვიდედ, ასოციაციის ორგანიზებით, კანის კიბოს სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. ,,ევრომელანომა“ პანევროპულ კამპანიას წარმოადგენს, მისი მიზანია კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკა, ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა და საზოგადოების ინფორმირება. გაცნობებთ, რომ თბილისის ონკოლოგიური ცენტრი, ,,ევრომელანომის“ კამპანიაში 2013 წლიდან მონაწილეობს და კანის სიმსივნეების გამოვლენის შემთხვევაში, დაავადების საბოლოო დიაგნოსტირების შემდეგ, მათ კომპლექსურ მკურნალობას ახდენს.

    ლაპარასკოპიული ონკოქირურგიის საღამო 29.06.2018 29.06.2018

    გაცნობებთ, რომ თბილისის ონკოლოგიური ცენტრისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, ლაპარასკოპიული ონკოქირურგიის საღამო გაიმართება, სადაც გერმანელი ქირურგი-ონკოლოგი, პრივატ-დოცენტი - დირკ ჯენტშურა, დამსწრე საზოგადოებას თავის გამოცდილებას გაუზიარებს.

    აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, N 305, 2018 წლის 29 ივნისს 18:00 საათზე.

    მისამართი: 0141, თბილისი, ჩარგლის ქუჩა N73;

    ტელეფონი: (+995 32) 261 12 98; (+995 32) 294 59 92;

    ინფორმაცია 20.05.2018

    ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციისა (EFC) და საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების ორგანიზებით გამართულ ორდღიან ტრენინგში - „კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“ (Advance Colposcopy Course) - თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგმა - ციცი მესხმა - დამსწრე საზოგადოების წინაშე, მოხსენება : ,,საშვილოსნოს ყელის მიკროინვაზიური კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ წარადგინა.

    ღონისძიება, ეროვნული სკრინინგ ცენტრის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2018 წლის 19 და 20 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო- სატრენინგო ცენტრში გაიმართა და მას 120-მდე კოლპოსკოპიური კვლევის საფუძვლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ქართველი მეან- გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი და ონკო-გინეკოლოგი ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში, სკრინინგ პროგრამაში მომუშავე ექიმებს, როგორც ქართველმა, ასევე ფინელმა, ავსტრიელმა, ინგლისელმა და ლატვიელმა ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციის მოწვეულმა ექსპერტებმა - სასწავლო კურსი ჩაუტარეს.

    კურსის მიზანს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომებისა და ტენდენციების განხილვა, დამსწრე საზოგადოებისთვის კოლპოსკოპიური კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ინფორმაციის მიწოდება, ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის საკითხების განხილვა და სხვადასხვა კლინიკური შემთხვევის გარჩევა წარმოადგენდა.

    თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი - ციცი მესხი „კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსის“ ტრენინგზე მოხსენებით წარსდგება. 16.05.2018 16.05.2018

    „ეროვნული სკრინინგ ცენტრის” 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით,- „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“, „ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაცია“- EFC და „საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიისა და კოლპოსკოპიის საზოგადოება“ - ტრენინგს, სახელწოდებით - „კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“ (Advance Colposcopy Course) ატარებს.

    ორდღიანი ღონისძიება 2018 წლის 19 და 20 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო-სატრენინგო ცენტრში გაიმართება და მასში 120-მდე მეან- გინეკოლგთან, რეპროდუქციოლოგთან და ონკო-გინეკოლოგთან ერთად, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი - ციცი მესხი, მომხსენებლის ამპლუით მონაწილეობს.

    კურსის მიზანია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომებისა და ტენდენციების განხილვა, დამსწრე საზოგადოებისთვის კოლპოსკოპიური კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ინფორმაციის მიწოდება, ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის საკითხების განხილვა და სხვადასხვა კლინიკური შემთხვევის გარჩევა.

    გაცნობებთ, რომ „კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსის“ ჩასატარებლად მოწვეულნი არიან „ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციის“ ექსპერტები და ტრენერები: პეკკა ნიემინენი - ფინეთიდან (Pekka Nieminen - EFC President -Elect), ოლაფ რეიჩი (Olaf Reich) - ავსტრიიდან, ჯენიფერ ბაირომი (Jennifer Byrom) - ინგლისიდან, ირინა ერმაკოვა (Irina Jermakova) - ლატვიიდან.

    კლინიკის თანამშრომშრომლებს C და B ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ. 20.03.2018

    გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომისა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 მარტის ბრაძანების ( N01-13/ნ ) შესაბამისად, შპს „ქ.თბილისის ონკოლოგიერი დისპანსერის“ ძალიან მაღალი და მაღალი რისკის სათავსებში მომუშავე კლინიკის ყველა თანამშრომელს, C და B ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდა.

    მიღებული შედეგების მიხედვით, დაიგეგმა შემდეგომი ეტაპი - შესაბამისი იმუნიზაცია.

    თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში სიმულტანური ოპერაცია ჩატარდა 07.05.2018 07.05.2018

    თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, მორიგი წარმატებული სიმულტანური ოპერაცია ჩატარდა. სწორი ნაწლავის სიმსივნისა და მწვავე ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტის დიაგნოზის მქონე პაციენტს, სწორი ნაწლავის ლაპარასკოპიული აბდომინოპერინეული ამოკვეთა მეზორექტალური ლიმფოდისექციით და ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომიის ოპერაცია ჩაუტარდა. (ნაღვლის ბუშტის ამოჭრა). სიმულტანური ოპერაცია სხვადასხვა ორგანოთა სისტემებზე ერთდროულად ჩატარებული ოპერაციული ჩარევაა. ნარკოზის ქვეშ, ერთსა და იმავე წინასაოპერაციო პირობებში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ორი სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას პაციენტისთვის რამდენიმე უპირატესობა აქვს:

    • მნიშვნელოვნად არ იზრდება ოპერაციის ხანგრძლივობა
    • სიმულტანური ოპერაციები მეტად ხარჯთეფექტურია და პაციენტს ფინანსებთან ერთად დროსაც აზოგვინებს
    • უპირატესობებზე საუბრის დროს, ყურადღება უნდა მიექცეს ასევე პაციენტის ემოციურ ფონსა და სტრესს, რომელიც ყოველთვის თან ერთვის ოპერაციულ ჩარევებს, რაც ამ შემთხვევაში მინიმუმამდეა დაყვანილი

    ონკო-გინეკოლოგი-დინა ქურდიანი სამეანო და გინეკოლოგთა მე-16 ეროვნულ კონგრესზე მოსხენებით წარსდგა. 09-13.05.2018 13.05.2018

    თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი, ევროპის ონკოლოგთა საბჭოს წევრი - დინა ქურდიანი, 9-13 მაისს, თურქეთში, სამეანო და გინეკოლოგთა მე-16 ეროვნულ კონგრესზე იყო მიწვეული. დინა ქურდინმა, კონგრესზე - საკვერცხის კიბოთი დაავადებული პაციენტების პრეოპერაციული შერჩევა და ქირურგიული მასშტაბი - მოხსენება წარადგინა.

    ინფორმაცია 02.08.2017

    გაცნობებთ, რომ თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, ყოველ პარასკევს კონსულტაციებს ატარებენ ორთოპედ-ტრავმატოლოგები - თორნიკე ნოზაძე და სოსო რევაზიშვილი.

    ვიზიტის დასაგეგმად, გთხოვ დაგვიკავშირდეთ წინასწარ, შემდეგ ნომრებზე: +995 32 236 44 85/86

    ქირურგი-ონკოლოგი - ბესო მეტონიძე გერმანიის, ქალაქ შპაერის კლინიკაში იმყოფებოდა. 14.07.2017 – 02.08.2017

    თბილისის ონკოლოგიური ცენტრის, ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგი-ონკოლოგი - ბესო მეტონიძე, კლინიკის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2017 წლის ივლისში, ლაპარასკოპიული და კოლორექტალური ქირურგიის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გერმანიში, ქალაქ შპაერის კლინიკაში იმყოფებოდა.

    ვიზიტის ფარგლებში, ქირურგი-ონკოლოგი - ბესო მეტონიძე მონაწილეობდა როგორც უშუალოდ ლაპარასკოპიულ ოპერაციებში, ასევე პოსტოპერაციული პერიოდის მართვაში.

    თბილისის ონკოლოგიური ცენტრის, ქირურგი-ონკოლოგის გერმანიაში ვიზიტის დროს, მის ოპერაციებსა და პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩართულობას, პრივატ- დოცენტი - დირკ ჯენტშურა ხელმძღვანელობდა.

    შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივნისში, პრივატ - დოცენტი დირკ ჯენტშურა (Dirk Jentschura) თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვევა და ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგებთან ერთად, ოპერაციებს ჩაატარებს.

    ონკო-გინეკოლოგი - დინა ქურდიანი ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების საბჭოს სხდომას, საბჭოს წევრის სტატუსით დაესწრო. 06.02.2018 06.02.2018

    თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი - დინა ქურდიანი, ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების - (ESGO) საბჭოს სხდომას, საბჭოს წევრის სტატუსით ესწებოდა.

    ESGO -1983 წელს დაფუძნდა და მსოფლიო მასშტაბით - 3400 პროფესიონალს ერთი მიზნით აერთიანებს - ხელი შეუწყონ ონკოგინეკოლოგიური პრობლემების მქონე ქალებში, სამეციდინო მომსახურების ხარისხის განვითარებას.

    აღსანიშნავია, რომ ონკო-გინეკოლოგი - დინა ქურდიანი ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების საბჭოს სხდომაზე, ორი - სამეცნიერო და პაციენტთა ადვოკატირების კომიტეტის წევრად აირჩიეს.

    ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოებისა და ღონისძების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: https://www.esgo.org/explore/esgo/

    ონკო-გინეკოლოგმა ციცო მესხმა დისტანციური სწავლების კურსი გაიარა. 01.04.2017 - 01.10.2017 01.10.2017

    თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგმა, ცისანა მესხმა, კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის საერთაშორისო ფედერაციის - (IFCPC), კიბოს კვლევის საერათორისო სააგენტოსა - (IARC) და გაეროს მომსახურეობის ფონდის - (UNFPA) მიერ ორგანიზებული კიბოს პრევენციის დისტანციური სწავლების კურსი გაიარა და საფრანგეთის ქ. ლიონში, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს - (IARC) ბაზაზე, კლინიკური გამოცდა (OSCE) - წარმატებით ჩააბარა.

    6 თვიანი დისტანციური სწავლებს კურსი, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და მართვის თეორიულ და პრაქტიკული კომპონენტის სრულ სპექტრს მოიცავდა.

    კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის საერთაშორისო ფედერაციისა (IFCPC) და კიბოს კვლევის საერათორისო სააგენტოს (IARC) ექსპერტებმა, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგს, კურსის წარმატებით დასრულების ნიშნად, საერთაშორისო სერთიფიკატი გადასცეს.

    საქმიანი ვიზიტი გერმანიაში. 8-19.11.2017 19.10.2017

    2017 წლის 8-19 ნოემბერს,  თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი პროფესორი ზურაბ რაინაული სამუშაო ვიზიტით, გერმანიის ქალაქების ოლდემბურგისა და შპაიერის კლინიკებში იმყოფებოდა. მან შეხვედრები და მოლაპარაკებები ქ. ოლდენბურგის საუნივერსიტეტო ონკოლოგიური კლინიკის დირექტორთან პროფ.კლაუს-ჰენინგ კოენთან, ზოგადი პროფილის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორთან პროფ.ჰანს ზაიფერდთან და უროლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორთან პროფ.ფრიდჰელმ ვავროშეკთან გამართა.

    თბილისის ონკოლოგიურ ცენტრსა და აღნიშნულ კლინიკებს შორის, ვიზიტის ფარგლებში მიღწეული თანამშრომლობა,  გამოცდილების გაზიარების მიზნით,  ექიმების ორმხრივ ვიზიტებს, კვლევებისა და სამეცნიერო ფორუმების ერთობრივად  ჩატარებას, სტუდენტების, რეზიდენტებისა და უმცროსი ექიმების გაცვლით პროგრამებსა  და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაში დახმარებას ითვალისწინებს.

    მხარეებმა  პარტნიორობის შესახებ მომზადებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია, რომ ოლდენბურგის საუნივერსიტეტო უროლოგიურ კლინიკაში, ზურაბ რაინაულმა და პროფესორმა ფრიდჰელმ ვავროშეკმა -  ერთობლივი ოპერაციაც ჩაატარეს.

    ვიზტის დროს, სამომავლო პარტნიორობა და თანამშრომლობა დაიგეგმა გერმანიის ქალაქ შპაიერის სასწავლო საავადმყოფოს  ენდოსკოპიური კლინიკის დირექტორთან - პროფესორ თომას რაბენშტეინთან და ქირურგიული სასწავლო კლინიკის დირექტორთან პრივატ-დოცენტ დირკ იენშურასთან.

    აღნიშნული კლინიკები, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრთან აქტიურად ითანამშრომლებენ;  სწორედ ამ მიზნით, ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვაში, მცირე ინვაზიური ოპერაციებისა და მანიპულაციების მიმართულებით,  გერმანელი ექიმები კლინიკას უახლოეს მომავალში  სამუშაო ვიზიტით ეწვევიან.

    გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც, კერძოდ აღნიშნული კლინიკები ქ. თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს დაეხმარებიან ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვაში მცირე ინვაზიური ოპერაციებისა და მანიპულაციების მიმართულებით, სწორედ ამ მიზნით მოხდება გერმანელი კოლეგების ვიზიტი ჩვენს კლინიკაში.