ENG RUS

ჩვენი პაციენტები

 

✅„ირაკლი სიხარულიძე არის ადამიანი, რომელიც ურთიერთობის პირველივე წუთიდან გიჩენს ნდობისა და იმედის უდიდეს განცდას“,- ეს სიტყვები თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ერთ-ერთ პაციენტს ნათია რ.-ს ეკუთვნის, რომელსაც ჩვენი კლინიკის ექიმმა, მამოლოგმა, პროფესორმა და კლინიკურმა მენეჯერმა ირაკლი სიხარულიძემ ორმხრივი კანქვეშა მასტექტომია (მკერდის მოკვეთა) და ერთმომენტიანი რეკონსტრუქცია გაუკეთა. ✅პაციენტი თავს კარგად გრძნობს და უკვე ბინაზეა გაწერილი. სამადლობელ წერილში ნათიამ გვთხოვა რომ განსაკუთრებული მადლობა, ირაკლი სიხარულიძის გუნდისთვის გადაგვეხადა. ✅„არ შემიძლია, რომ არ გამოვთქვა ჩემი აზრი ირაკლი სიხარულიძეზე. გარდა იმისა, რომ უჭკვიანესი ექიმი და თავის საქმის პროფესიონალია, ამავდროულად, არის ადამიანი, რომელიც ურთიერთობის პირველივე წუთიდან გიჩენს ნდობისა და იმედის უდიდეს განცდას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. უდიდესი მადლობა მას იმ ყურადღებისა და სითბოსთვის, რასაც თითოეული პაციენტის მიმართ იჩენს. ასევე, უდიდესი მადლობა მის გუნდს“,- ამბობს პაციენტი.


 

🛑თბილისის ონკოლოგიური ცენტრის პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტს გამოცდილი პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე ხელაშვილი ხელმძღვანელობს. ბატონმა ალექსანდრემ ფოტოზე გამოსახულ პაციენტებს ცხვირის რინო-სეპტო პლასტიკა, ანუ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია და ძგიდის პლასტიკური აღდგენა გაუკეთა. 👨 როგორც ბატონი ალექსანდრე ამბობს, ქართველ ქალბატონებს ძალიან გამომხატველი სახის ნაკვთები აქვთ და ცხვირის ცუდმა ფორმამ შესაძლოა სახის დისპროპორცია გააჩინოს, რაც მათ ასაკს მატებს. სწორედ ამიტომ ცხვირის ფორმის შეცვლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციაა, რის შემდეგაც პაციენტების ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ☑️ალექსანდრე ხელაშვილს ქირურგიაში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს და ამ ხნის განმავლობაში 12 000-ზე მეტი ოპერაცია აქვს ჩატარებული. სანამ ბატონი ალექსანდრე პროფესიულ მოღვაწეობას საქართველოში გააგრძელებდა, მანამდე 23 წელი საზღვარგარეთ მუშაობდა


 

41 წლია მაკა ჩ. თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ძლიერი ტკივილებით შემოვიდა. ჩვენი კლინიკის ონკო-გინეკოლოგმა და მედიცინის დოქტორმა ციცი მესხმა პაციენტს ოპერაცია ჩაუტარა, რის შედეგადაც მოხდა საშვილოსნოს რეზექცია. პაციენტი თავს კარგად გრძნობს და უკვე ბინაზეა გაწერილი. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თბილისის ონკოლოგიური ცენტრი სამკურნალოდ, სწორედ ექიმის, ციცი მესხის გამო შეარჩია. „ძალიან მადლობელი ვარ თქვენი კლინიკის, სხვათაშორის, დედაჩემმაც აქ იმკურნალა. ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი სიტუაცია არსად მინახავს. მედპერსონალი ყურადღებიანია, არ გვაკლებენ მზრუნველობას და ძალიან თბილები არიან. თავად ქალბატონი ციცი კი უდაოდ თავისი საქმის პროფესიონალი და გულისხმიერი ქიმია. დიდი მადლობა მათ“,- ამბობს მადლიერი პაციენტი.


 

🔴48 წლის ლეილა მ. მეოთხე წელია თბილისის ონკოლოგიური ცენტრის პაციენტია. როგორც თავად ამბობს, ჩვენი კლინიკის ერთგული ავთვისებიანმა სიმსივნემ გახადა და თავს უკვე ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. 🔵პაციენტს საკვერცხის გავრცელებული სიმსივნის გამო კომბინირებული ოპერაცია ჩაუტარდა, რომელსაც ქირურგი ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი ბესო მეტონიძე უძღვებოდა. ➡️„ბესო მეტონიძე გადასარევი ადამიანი და უკარგესი ექიმია. თქვენთან უკვე მეოთხე წელია რაც ქიმიოთერაპიის კურსს ვიტარებ. ძალიან კარგი კლინიკაა, მინდა ვთქვა, რომ თქვენთან ნამდვილად პროფესიონალთა გუნდია ერთად შეკრებილი ერთად. დიდი მადლობა ყველას, თითოეულ თანამშრომელს, ვისაც ჩემი გამოჯანმრთელების პროცესში წვლილი შეაქვს“,- ამბობს პაციენტი.


 

✔️ჩვენი კლინიკის პაციენტებს, მადლიერების გამოხატვის სხვადასხვანაირი ფორმა აქვთ. ზოგიერთი პირადად უხდის მედპერსონალსა თუ ექიმს მადლობას, ზოგიერთი კლინიკის ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ წერს სამადლობელ სიტყვას, ზოგი კი უბრალოდ პალატაში წერილს ტოვებს. 📩ერთ-ერთი ასეთი წერილი თბილისის ონკოლოგიური ცენტრის მედპერსონალმა პალატაში იპოვა. წერილი პაციენტ ნანა გრძელიშვილს ეკუთვნოდა, ადრესატი კი ჩვენი კლინიკის ექთანი ნათია მეტრეველი აღმოჩნდა. 🔴„მინდა მადლობა გადავუხადო ნათია მეტრეველს იმ დიდი ყურადღებისთვის, სითბოსთვისა და თანაგრძნობისთვის, რომელიც მან არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ თითოეული პაციენტის მიმართ გამოიჩინა. ვუსურვებ ყოველივე კარგს, სიხარულს, ბედნიერებასა და უფლის წყალობას“.


 

🔴ელდინა ქაჯაია თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს ქუთაისიდან ესტუმრა. 64 წლის პაციენტს მკერდის მასტექტომია ჩვენი კლინიკის წამყვანმა მამოლოგმა ირაკლი სიხარულიძემ გაუკეთა. 🔵ჩვენი კლინიკის რიგებში ბევრი პაციენტი ირიცხება, მაგრამ ქალბატონი ელდინა, მართლაც რომ გამორჩეული პაციენტი აღმოჩდა. ის ფიქრობს, რომ დროულად გამოვლენილი დაავადება ჯილდოა ცხოვრებისგან და მას ახლა მოწყენის და ცუდად ყოფნის მიზეზი უბრალოდ არ აქვს. ✔️ჩვენმა პაციენტმა ირაკლი სიხარულიძეს, მის მკურნალ ექიმს - ასევე მამოლოგს, ლელა ბაჩილავას მადლობა გადაუხადა. კლინიკის მედპერსონალის მიერ მისადმი გამოჩენილ ყურადღებას ხაზი გაუსვა და ჩვენი კლინიკის ექთანს, მაია მაისურაძეს გულისხმიერებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. #ონკოლოგიურიცენტრი #ირაკლისიხარულიძე #ლელაბაჩილავა #მადლიერიპაციენტი #მაიამაისურაძე


 

📌37 წლის დ.ჭ. თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ჰემოროიდული დაავადებით გამოწვეული ჩივილებით შემოვიდა. პაციენტის მკურნალობის მიზნით დაიგეგმა ოპერაცია: ჰემოროიდექტომია (რაც გულისხმობს ჰემოროიდული კვანძების მოკვეთას) და წინა ლევატოროპლასტიკა (საშოს უკანა კედლის პლასტიკა რექტოცელეს გამო). 👩‍⚕️👨‍⚕️ოპერაცია ჩატარდა ჩვენი კლინიკის პროქტოლოგების: ბექა კევლიშვილისა და ნინო ბზიავას მიერ. 🔵როგორც პაციენტმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, კლინიკაზე არჩევანი ექიმების გამო შეაჩერა და მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ასევე, აღნიშნა კლინიკის მედპერსონალის განსაკუთრებულად ყურადღებიანი და მეგობრული დამოკიდებულება.


 

ასლან შავაძე 52 წლის: თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში სამკურნალოდ ხულოდან ჩამოვედი. ნაღვლის ბუშტში აღმომაჩნდა კენჭები. ოპერაციას ძვირფასი პიროვნება და საუკეთესო ექიმი გიორგი კორახაშვილი უძღვებოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას და მთელ მედპერსონალს. გულთბილი მიღება, საუკეთესო დახვედრა - ეს ისაა რაც მე აქ ვნახე. ყველანაირად ცდილობენ შეგიმსუბუქონ სიტუაცია და დაგეხმარონ გამოჯანმრთელებაში.


 

ასლან შავაძე 52 წლის: თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში სამკურნალოდ ხულოდან ჩამოვედი. ნაღვლის ბუშტში აღმომაჩნდა კენჭები. ოპერაციას ძვირფასი პიროვნება და საუკეთესო ექიმი გიორგი კორახაშვილი უძღვებოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას და მთელ მედპერსონალს. გულთბილი მიღება, საუკეთესო დახვედრა - ეს ისაა რაც მე აქ ვნახე. ყველანაირად ცდილობენ შეგიმსუბუქონ სიტუაცია და დაგეხმარონ გამოჯანმრთელებაში.


 

🔵67 წლის მერი გ. თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს ბათუმიდან ეწვია. პაციენტის თქმით, ოპერაციის ჩვენს კლინიკაში გაკეთება ონკო-ქირურგ ბესო მეტონიძის გამო გადაწყვიტა. 🔴„თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში სამკურნალოდ ბათუმიდან ჩამოვედი, ამხელა გზა მხოლოდ ბესო მეტონიძის გამო გამოვიარე. ძალიან ბევრ ადამიანთან ვიკითხეთ და საბოლოო არჩევანი მასზე გავაკეთე, არც შევმცდარვარ. ნაწლავის სტომირება (ნაწლავის გამოტანა მუცლის წინა კედელზე) დამჭირდა. ძალიან დიდი მადლობა ბესო ექიმს და ამ კლინიკის ყველა თანამშრომელს“,- აღნიშნა პაციენტმა.


 

🔵67 წლის მერი გ. თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს ბათუმიდან ეწვია. პაციენტის თქმით, ოპერაციის ჩვენს კლინიკაში გაკეთება ონკო-ქირურგ ბესო მეტონიძის გამო გადაწყვიტა. 🔴„თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში სამკურნალოდ ბათუმიდან ჩამოვედი, ამხელა გზა მხოლოდ ბესო მეტონიძის გამო გამოვიარე. ძალიან ბევრ ადამიანთან ვიკითხეთ და საბოლოო არჩევანი მასზე გავაკეთე, არც შევმცდარვარ. ნაწლავის სტომირება (ნაწლავის გამოტანა მუცლის წინა კედელზე) დამჭირდა. ძალიან დიდი მადლობა ბესო ექიმს და ამ კლინიკის ყველა თანამშრომელს“,- აღნიშნა პაციენტმა.


 

🔴„საოპერაციოში ანესთეზიოლოგი ხათუნა ჩაგანავა ისეთი ღიმილიანი სახით შემოვიდა, სულ დამავიწყდა, რომ ოპერაციას ვიკეთებდი“,- ეს სიტყვები 63 წლის რაულ ჭრელაშვილს ეკუთვნის, რომელიც თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში სამკურნალოდ ქუთაისიდან ჩამოვიდა. 🔵ბატონ რაულს ყურის მიდამოში წანაზარდი აღენიშნებოდა, რომელიც უკვე გართულებულ მდგომარეობაში იყო და ქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა. პაციენტს ოპერაცია კანის და რბილი ქსოვილების სპეციალისტმა ნათია მამადაშვილმა გაუკეთა. ✔️„5 წლის წინ ყურზე გარკვეული ტიპის პატარა წანაზარდი შევნიშნე, დროთა განმავლობაში გამირთულდა. იმ პერიოდში რუსეთში ვიყავი, ექიმმა შემომთავზა ოპერაცია, თუმცა, მითხრა რომ ყურის გარშემო ორ სანტიმეტრს მომაჭრიდა. მე ვუთხარი - არ მინდა, აქ სიკვდილს ჩავალ საქართველოში და იქ მოვკვდები-თქო (იცინის)“,- აღნიშნა პაციენტმა. 👩‍⚕️მან ნათია მამადაშვილისა და ხათუნა ჩაგანავას მისამართით სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა. ✔️„მრცხვენია ნათია ექიმს პირისპირ ვუთხრა, რომ ის ექიმი კი არ არის, ის არის ადამიანი პირველ რიგში. ზოგი ექიმი იმდენს მუშაობს, ნერვები არ ჰყოფნის... ნათია ექიმი კი იშვიათი გამონაკლისია, ორივე ერთადაა - კარგი ადამიანიც და საუკეთესო ექიმიც. ანესთეზიოლოგი ხათუნა ჩაგანავა კი, საოპერაციოში ისეთი ღიმილიანი სახით შემოვიდა, სულ დამავიწყდა, რომ ოპერაციას ვიკეთებდი. მგონი, ამ ხალხს ჰიპნოზის ნიჭი აქვს, რომ ადამიანებს საოცარი განწყობა შეუქმნან, რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში იყვნენ პაციენტები“,- ამბობს მადლიერი პაციენტი.


 

თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ჰოლში ცნობილი მსახიობი ქეთა ლორთქიფანიძე შევნიშნეთ. გასაუბრებისას გაირკვა, რომ ჩვენს კლინიკაში ოპერაცია მისი ოჯახის წევრმა გაიკეთა. „ჩვენი ექიმი ონკო-გინეკოლოგი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ვახტანგ ბუცხრიკიძეა - მთელი ოჯახი შეყვარებული ვართ ამ პიროვნებაზე. ღმერთმა ნურაფერი დამაჭირვოს, მაგრამ მგონია, რომ სხვაგან არავისთან არ წავალ. ძალიან დიდი ნდობით ვართ აღჭურვილი“,- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ქეთა ლორთქიფანიძემ.


 

ნატალია მ.-მ მკერდის მასტექტომია თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში გაიკეთა. ოპერაციას ჩვენი კლინიკის ქირურგი-მამოლოგი ირაკლი სიხარულიძე უძღვებოდა. „სხვა კლინიკაში ოპერაციის გაკეთება არც მიფიქრია, ძალიან დიდი რეკომენდაცია გაუწიეს ირაკლი ექიმს. თან ეს ისეთი ოპერაციაა, რომ საქართველოშიც შეიძლება წარმატებულად გაკეთება და თურქეთში წასვლაზე არც კი მიფიქრია. ძალიან კმაყოფილი ვარ ონკოლოგიური ცენტრის, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ექიმსა და თითოეულ თანამშრომელს“,- აღნიშნა ჩვენთან საუბარში პაციენტმა.


 

🔴77 წლის ივდითი ჭარბაძე თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ერთ-ერთი კლინიკის რეკომენდაციით მოვიდა. პაციენტს სწორ ნაწლავზე ფისტულის არსებობა დაუდგინდა - საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. 🔵„ჩემს ექიმებს ლაშა თურქიაშვილსა და გიორგი კორახაშვილს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მშვიდად ხარ ადამიანი, როცა გრძნობ რომ საუკეთესო ექიმებთან და ადამიანებთან მოხვდი. რაც ამ კლინიკაში ვარ, არც ერთი წამით არ მქონია ის აზრი რომ მე უყურადღებოდ ვარ დარჩენილი - ყველა თავს მევლება. სისუფთავეზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, დაწკრიალებულია აქ ყველაფერი... დიდი მადლობა ყველას, თითოეულ ადამიანს ვინც ჩემს გამოჯანმრთელებასა და კომფორტის შექმნისთვის მცირეოდენი წვლილი გაიღო“,- აღნიშნა პაციენტმა ჩვენთან საუბარში.


 

36 წლის იამზე ურუმაშვილმა თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში საკვერცხის კისტის ოპერაცია გაიკეთა. როგორც თავად გვიყვება, თავდაპირველად, ჩვენს კლინიკაში კონსულტაციაზე, ონკო-გინეკოლოგ დინა ქურდიანთან მოვიდა. ✔️„თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში მორიგ კონსულტაციაზე მოვედი. ქალბატონმა დინა ქურდიანმა მითხრა რომ ვიზიტი დროული იყო, თუმცა, საჭირო იყო სასწრაფო ოპერაცია. სიმართლე გითხრათ ცოტა მშიშარა ვარ და მართლა ვერ ვწყვეტდი ოპერაციის გაკეთებას, ის რომ მე ეს ნაბიჯი გადავდგი თავიდან ბოლომდე დინა ქურდიანის დამსახურებაა, მასთან ურთიერთობამ გული გამითბო და ნდობა გამიჩინა - ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა ოპერაციის გაკეთება“,- ამბობს მადლიერი პაციენტი ჩვენთან საუბარში. 🔵იამზე ურუმაშვილმა დინა ქურდიანისა და მედპერსონალის მისამართით სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა. ☑️„რაც მე ამ კლინიკაში ვნახე, მართლა გაოცებული ვარ კმაყოფილებისგან... ვერ ვგრძნობ რომ საავადმყოფოში ვარ და მე ეს ოპერაცია გადავიტანე. გულისხმიერება, სიკეთე, უანგარობა და კიდევ სხვა ბევრი რამაა ამ კლინიკაში, რაც პაციენტებს ასეთ დროს ძალიან გვჭირდება. დიდი მადლობა თითოეულ თანამშრომელს, ექიმებს, ექთნებსა და სანიტრებს“,- აღნიშნა პაციენტმა.


 

ონკო-გინეკოლოგი ვახტანგ ბუცხრიკიძე თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ერთ-ერთი გამორჩეული ექიმია. პაციენტებს ხშირად სურთ რომ ექიმის მიმართ მადლიერება საჯაროდ გამოხატონ. გთავაზობთ ერთ-ერთი პაციენტის წერილს, რომელიც კლინიკის ოფიციალურ გვერდზე მივიღეთ: ⬇️ ✔️„არსებობენ ადამიანები ღვთისგან დედამიწაზე მხოლოდ მადლის საკეთებლად მოვლენილნი. ეს ერთი შეხედვით ჩანს, თვალებიდან მოდის... თვალს არ მოეტყუება... მადლიანიაო ვიტყვით ასეთზე... ხოდა, ასეთ მადლიან ექიმზე ვწერ... ბატონ ვახტანგ ბუცხრიკიძეზე, ონკოქირურგზე... თავისი საქმის პროფესიონალი... ადამიანობის აკადემიური ნიმუში... ერთი შეხედვით გოროზი, მაგრამ სულზე უთბილესი ბატონი ვახტანგი. ბედნიერია ის კლინიკა, რომელსაც ბატონი ვახტანგ ბუცხრიკიძე ჰყავს“,- გვწერს მადლიერი პაციენტი.


 

☑️თბილისის ონკოლოგიური ცენტრის პაციენტი ირმა დოთიაშვილი, ჩვენს კლინიკაში ერთ-ერთი ნეიროქირურგის რეკომენდაციით მოვიდა. პაციენტს მუხლთან წანაზარდი აღენიშნებოდა, რომელსაც კაფსულირებული სახე ჰქონდა და მასში სითხე იყო ჩამდგარი. 👩‍⚕️ოპერაცია კანისა და რბილი ქსოვილების ექიმმა ნათია მამადაშვილმა ჩაატარა. როგორც პაციენტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ექიმის მიერ მისი მისამართით გამოჩენილმა ყურადღებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 🔴„ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით - დღეს ჩემი ექიმი 15-ჯერმაინც შემოვიდა ჩემს პალატაში და მომიკითხა, მეეჭვება ასეთი რამ სხვაგანაც ხდებოდეს. ძალიან მადლობელი ვარ ნათია ექიმის. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეს კლინიკა ჰიგიენური ნორმების დაცვით გამორჩეულია, ყველაფერს წმენდენ და ასუფთავებენ სისტემატიურ რეჟიმში, რაც დამეთანხმებით დასაფასებელია. 🔵ბოლოს, არ შეიძლება ექთნების შესახებაც არ ვთქვა, უზომოდ ყურადღებიანები და კეთილები არიან - თითოეული მათგანი. ზოგადად, რომ ვუყურებ ერთმანეთში როგორი თბილი დამოკიდებულება აქვთ, ვფიქრობ ეს მათ საქმეშიც დადებითად აისახება. ღმერთმა ყველა დალოცოს, თითოეულის მარჯვენა, ბევრი კეთილი საქმე გაეკეთებინოთ და ჯანმრთელად ყოფილიყოს ყველა“,- ამბობს მადლიერი პაციენტი.


 

პაციენტ ლ.ბ-ს ოპერაცია თბილისის ონკოლოგიური ცენტრის გამოცდილმა პლასტიკურმა ქირურგმა ალექსანდრე ხელაშვილმა გაუკეთა. ბატონმა ალექსანდრემ პაციენტს ცხვირის რინო-სეპტო პლასტიკა, ანუ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია და ძგიდის პლასტიკური აღდგენა გაუკეთა. როგორც ბატონი ალექსანდრე ამბობს, ქართველ ქალებს ძალიან გამომხატველი სახის ნაკვთები აქვთ და ცხვირის ცუდმა ფორმამ შესაძლოა სახის დისპროპორცია გააჩინოს, რაც მათ ასაკს მატებს. სწორედ ამიტომ ცხვირის ფორმის შეცვლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციაა, რის შემდეგაც პაციენტების ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ☑️სურათზე მოცემული 1-ელი ფოტო ოპერაციამდეა გადაღებული, მეორე კი ოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში. ალექსანდრე ხელაშვილს ქირურგიაში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს და ამ ხნის განმავლობაში 12 000-ზე მეტი ოპერაცია აქვს ჩატარებული. სანამ ბატონი ალექსანდრე პროფესიულ მოღვაწეობას საქართველოში გააგრძელებდა, მანამდე 23 წელი საზღვარგარეთ მუშაობდა.


 

66 წლის ნანი წიქორიძე თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში მუცლის ღრუში არსებული ტკივილის და წვის ჩივილებით შემოვიდა. როგორც თავად ამბობს, კლინიკასა და ექიმზე არჩევანი ახლობლების რჩევით შეაჩერა. პაციენტს საშვილოსნოსა და საკვერცხეების ოპერაცია (ჰისტერექტომია-ოოფორექტომია) გამოცდილმა ონკო-გინეკოლოგმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გაუკეთა. ✔️„ვახტანგ ბუცხრიკიძე დიდებული ექიმია, ოპერაციიდან მეორე დღესვე ჩემი ფეხით დავდიოდი პალატაში. უზომოდ კმაყოფილი ვარ, ვინც ამბობდა რომ ვახტან ბუცხრიკიძეს ავტორიტეტის გარდა, კარგი ხელი და ადამიანური თვისებები ჰქონდა - ყველას ვეთანხმები. რაც შეეხება ექთნებსა და სანიტრებს, რასაც ჰქვია თან მყვებიან, მე ბაღდათიდან ვარ და გეფიცებით, აქედან გულნაკლული არ მივდივარ. ყველა კარგი ადამიანია - თან მევლებიან. თითოეული კუთხე-კუნჭული ხომ ამ კლინიკაში გაკრიალებულია. ღმერთმა არავის დააჭირვოს, მაგრამ თუ ვინმეს დასჭირდება ყველა აქ უნდა გამოვგზავნო (იცინის),- აღნიშნა მადლიერმა პაციენტმა ჩვენთან საუბარში.


 

☑️როგორც მოგეხსნებათ, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში თავ-კისრის ქირურგიის დეპარტამენტი ფუნქციონირებს. სწორედ, აღნიშნული დეპარტამენტის ერთ-ერთი პაციენტის თავმდგმურს გავესაუბრეთ. 🔴41 წლის იაგო მამადაშვილს, ყბის მიდამოში სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა დაუდგინდა. როგორც იაგოს დედამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში მკურნალობა ექიმის გამო გადაწყვიტეს. 👨‍⚕️პაციენტის ექიმი თავისა და კისრის სიმსივნეების ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მინდია ლანჩავა გახლავთ. 🔵„სიმართლე გითხრათ თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში „ბრმად“ არ მოვსულვართ, ვიკითხეთ საზოგადოებაში, გავიგეთ რომ ბატონი მინდია დამსახურებული ექიმია, ბევრ პაციენტს გაუვლია მის ხელში, პროფესიონალია და სწორედ ამიტომ გადავწყვიეტთ აქ მკურნალობა. უკვე ოპერაციის შემდგომ კი მე პირადად სასიამოვნოდ გაოგნებული ვარ, იდეალური გარემოა, მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში თავს დაგვტრიალებს და ყურადღებას არ გვაკლებს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ მინდია ლანჩავას და თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის“,- აღნიშნა პაციენტის დედამ.


 

🔴24 წლის ნატა ვეშაგურმა ცხვირის ოპერაციის გაკეთება, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის, პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტში გადაწყვიტა. 👨‍⚕️ოპერაციას გამოცდილი პლასტიკური ქირურგი - ალექსანდრე ხელაშვილი უძღვებოდა. ბატონმა ალექსანდრემ პაციენტს ცხვირის რინო-სეპტო პლასტიკა, ანუ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია და ძგიდის პლასტიკური აღდგენა გაუკეთა. ☑️სურათზე მოცემული 1-ელი ფოტო ოპერაციამდეა გადაღებული, მეორე კი ოპერაციიდან მე-10 დღეს. ალექსანდრე ხელაშვილს ქირურგიაში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს და ამ ხნის განმავლობაში 12 000-ზე მეტი ოპერაცია აქვს ჩატარებული.


 

მაყვალა შპეტიშვილი თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში სამკურნალოდ მარტყოფიდან ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, დიაგნოზი ჩვენს კლინიკაში დაუსვეს, მას ეგონა რომ საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა, თუმცა, ჩვენი კლინიკის გამოცდილმა უროლოგმა მამუკა მჭედლიძემ პაციენტის სრული დიაგნოსტიკა მოახდინა და ქალბატონ მაყვალას შარდის ბუშტის სადინარში პოლიპის არსებობა დაუდგინდა. 👨‍⚕️გადაწყდა ქირურგიული ჩარევა. ოპერაციას თავად მამუკა მჭედლიძე უძღვებოდა. ქალბატონ მაყვალას ოპერაციის მეორე დღეს ვესაუბრეთ, მან ექიმისა და მედპერსონალის, განსაკუთრებით კი (ვითვალისწინებთ პაციენტის თხოვნას) როზეტა თალაკვაძის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა. ✔️„თავდაპირველად დავიწყებ იმით, თუ რატომ გადავწყვიტე აქ მოსვლა - თბილისის ონკოლოგიური ცენტრი განსაკუთრებულად კარგი სპეციალისტებით, მკურნალობის მეთოდებით და სანდოობით გამოირჩევა. ჩემმა მოლოდინმა მართლაც რომ გაამართლა. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, თუმცა, ბატონი მამუკა მჭედლიძე და როზეტა თალაკვაძე მინდა გამოვყო, ეს აუცილებლად მიუთითეთ, მარტო ამ ქალბატონის გამო ღირს აქ ყოფნა, ჯანმრთელობას რომ თავი დავანებოთ (იცინის). ადამიანი რომ ოჯახის წევრივით მიგიღებს, ზრუნავს, გიფრთხილდება, ნორმალურად დაგელაპარაკება ხომ აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა?! აბსულუტურად ყველა თანამშრომლის კმაყოფილი ვარ, ვერ ვიტყვი ერთ რაიმე ფაქტზე ან დეტალზეც კი, რომ არ მომეწონა“,- აღნიშნა ჩვენთან საუბარში მადლიერმა პაციენტმა მაყვალა შპეტიშვილმა.


 

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, პროქტოლოგიის დეპარტამენტს ყოველდღიურად უამრავი პაციენტი სტუმრობს. 38 წლის დიმიტრი პ. ერთ-ერთი იმ პაციენტთაგანია, რომელმაც ჩვენი ექიმების - ბექა კევლიშვილისა (ექიმი პროქტოლოგი) და ნინო ბზიავას (ზოგადი ქირურგი, ონკო ქირურგი (პროქტოლოგის ასისტენტი) მისამართით სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა. როგორც დიმიტრი ამბობს, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, მეგობრის რჩევით მოვიდა, თუმცა, მანამდე ძალიან ბევრ კლინიკაში იმყოფებოდა. „ჩემი ქირურგი ბექა კევლიშვილი, ექიმი კი ნინო ბზიავაა. არ ვიცი მათ მადლობა როგორ გადავუხადო - ძალიან, ძალიან მადლობელი ვარ მათი. უძლიერესი სპეციალისტები არიან, პირველ რიგში პროფესიონალები, ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ორივე უაღრესად დადებითი პიროვნებაა. არ მეგონა თუ ოპერაციას ასე ადვილად გადავიტანდი“,- ამბობს დიმიტრი. მადლიერმა პაციენტმა პოზიტიური განწყობა ჩვენი ექთნებისა და სანიტრების მისამართითაც დააფიქსირა. „აბსოლუტურად ყველა მომსახურე პეროსნალი კარგია, თითოეული მათგანი - მადლობა მათ. ძალიან მეგობრულები და ყურადღებიანები არიან, ამ კლინიკაში ყველასგან თბილი ურთიერთობა იგრძნობა. აღსანიშნავია, რომ ზედმიწევნით დაცულია სისუფთავე და დისციპლინა, ყველანაირი სტანდარტი აღმატებით ხარისხში აქვთ აყვანილი“,- აღნიშნა დიმიტრიმ ჩვენთან საუბრისას.


 

„მადლობა კლინიკის ხელმძღვანელებს კარგი გარემოს შექმნისა და სწორად შერჩეული მედპერსონალისთვის“,- ეს სიტყვები თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ერთ-ერთ პაციენტს მზევინარ ჩიჩუას ეკუთვნის. ქალბატონი მზევინარი ჩვენს კლინიკაში ერთ-ერთი პოლიკლინიკიდან მოხვდა, სადაც მას სათანადო მკურნალობის და სრული რეაბილიტაციის ჩასატარებლად თბილისის ონკოლოგიური ცენტრი ურჩიეს, კერძოდ კი, რეკომენდაცია ონკო-გინეკოლოგ ციცო მესხს გაუწიეს. „ქალბატონმა ციცო მესხმა სათანადო ოპერაცია გამიკეთა. დიდი მადლობა მას თავისი პროფესიონალიზმის, გულისხმიერებისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის“,- აღნიშნა პაციენტმა ჩვენთან საუბარში. მზევინარ ჩიჩუამ თბილი სიტყვები არ დაიშურა ექთნებისა და სანიტრების მისამართითაც. „გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლებს - ყველას, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან თავის საქმეს, მადლობა მათ გულისხმიერებისთვის, თანაგრძნობისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ისინი ყველა პაციენტს მიმართ ავლენენ. საავადმყოფოში ყოფნის დროს თავს ვგრძნობდი კომფორტულად, რამდენადაც შემეძლო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მადლობა კლინიკის ხელმძღვანელებს კარგი გარემოს შექმნისა და ასეთი სწორად შერჩეული მედპერსონალისთვის“,-ამბობს მადლიერი პაციენტი მზევინარ ჩიჩუა.


 

მარგალიტა ხინჩაგაშვილი 84 წლის: თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში მკერდის ჩივილებით შემოვედი. ახლობლებმა ექიმი ირაკლი სხიარულიძე მირჩიეს. ძალიან მადლობელი ვარ აქ რომ მოვხვდი, ნამდვილად გულისხმიერი და ოქროსხელება ექიმია. მოგეხსენებათ, ამ ასაკში ოპერაციის გაკეთება ადვილი არ იყო, მაგრამ მე გამიმართლა და პროფესიონალების ხელში მოვხვდი. დიდი მადლობა ირაკლი ექიმს, ასევე მამოლოგ ლელა ბაჩილავას და მთელ მედპერსონალს - გამოჩენილი ყურადღებისთვის და კარგი მოპყრობისთვის.


 

ონკოლოგიურ ცენტრში საშვილოსნოს რეზექცია ჩამიტარდა. თავს საკმაოდ ენერგიულად ვგრძნობ. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ პენსიონერი ვარ, საპენსიო დაზღვევამ ოპერაციის ნახევარზე მეტი დამიფინანსა. ჩემი პირადი ექიმი გახლავთ შესანიშნავი ქალბატონი, თავისი საქმის პროფესიონალი და ძალიან ყურადღებიანი ექიმი ციცო მესხი. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, ყველას მინდა ვურჩიო - საკუთარ ჯანმრთელობას დიდი ყურადღება მიაქციონ. ერთსაც დავამატებ, თუ სურთ სისუფთავე, პროფესიონალი ექიმები, ექთნები, სანიტრები და კარგი გარემო - მობრძანდნენ თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში.


 

გიული სიმონიშვილი 57 წლის: საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე - ეს იყო ჩემი დიაგნოზი. როდესაც თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში მოვედი ჩემს მკურნალ ექიმად ვახო ბუცხრიკიძე ავირჩიე. მას ბევრი პაციენტი ემადლიერებოდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ონკოლოგიურ ცენტრში მკურნალობა - დღეს უკვე მეც ერთ-ერთი მადლიერი პაციენტი ვარ. ოპერაციამდე ვახო ექიმის რჩევით ქიმიოთერაპიის კურსი ჩავიტარე. ახლა უკვე, ოპერაციის შემდგომ თავს მშვენივრად ვგრძნობ. მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ბატონ ვახოს, ექთნებს, სანიტრებს - ყველას, ყველა ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველია.


 

❓რას ნიშნავს თავმდგმური?! თავმდგმური არის პაციენტის ახლობელი ადამიანი, რომელმაც პაციენტის კლინიკიდან გაწერის შემდეგ მასზე უნდა იზრუნოს, მისცეს აბები საჭირო დროს, დაუმუშავოს ჭრილობა, ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის მითითება და ა.შ. 👩‍⚕️სწორედ ამიტომ, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის მთავარი ექთნის მარინა სახვაძის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, ჩვენს კლინიკაში პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების თვითგანსწავლა ხდება. მარინა სახვაძის ხელმძღვანელობით, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ექთნები და სანიტრები ყველა პაციენტის თავმდგმურს ინდივიდუალურ სწავლებას უტარებენ. ✔️სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, კლინიკის ერთ-ერთი პაციენტის, ბიჭიკო დარციმელიას მეუღლეს გავესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ მას, როგორც თავმდგმურს, კლინიკაში ჩატარებული თვითგანსწავლის კურსი, სახლის პირობებში მეუღლის მოვლაში ძალიან დაეხმარება. 🔴„ჩემს მეუღლეს, მხრის მიდამოში - რბილქსოვილებში არაჰოჩკინის ლიმფომა აღმოაჩნდა, რომელშიც შედიოდა მხრის ნერვი. კანისა და რბილი ქსოვილების ექიმმა ნათია მამადაშვილმა აღნიშნული ნერვის მთლიანად გამოყოფა შეძლო. საკმაოდ რთული ოპერაცია ჩატარდა იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩემს მეუღლეს პარკინსონის თანმხლები დაავადება აქვს. 🔵რაც შეეხება სწავლებას, თავად ნათია მამადაშვილმა სპეციალური კონსულტაცია გამიწია თუ როგორ უნდა მოვუარო ჩემს მეუღლეს სახლის პირობებში. ექთნებმა და სანიტრებმა კი, პალატის და მორიგე ექთნებიდან დაწყებული, სანიტრებით დამთავრებული - აბსოლუტურად ყველამ, ინდივიდუალური სწავლება ჩამიტარა პაციენტის მოვლასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მთავარ ექთანს- მარინა სახვაძეს. ახლა უფრო მშვიდად ვარ და ვიცი ჩემი მეუღლის მოვლა-პატრონობას აღნიშნული სწავლება უფრო შემიმსუბუქებს“.


 

46 წლის პაციენტი ეკატერინე ლეფსაია თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს სენაკიდან ესტუმრა. მას როდესაც გავესაუბრეთ საშვილოსნოს ოპერაცია სულ რაღაც ორი დღის გაკეთებული ჰქონდა, თუმცა, თავისივე პალატაში უკვე აქტიურად მოსიარულე დაგვხვდა და ფოტოს გადაღებაზეც დაგვთანხმდა. 🔴რატომ გადაწყვიტეთ თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში მკურნალობა? 🔵ამ კლინიკაში ჩემი ახლობლებისა და მეგობრების რჩევით მოვედი. რეკომენდაცია ონკო-გინეკოლოგს ციცო მესხს გაუწიეს, სწორედ ქალბატონი ციცო გახდა ჩემი მკურნალი ექიმი. 🔴კლინიკაში კონკრეტულად რა ჩივილებით მოხვედით? 🔵საშვილოსნოს ფიბრომა დამიდგინდა, საჭირო იყო საშვილონოს ამოკვეთა. მინდა აღვნიშნო რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ციცო ექიმის წყალობით ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ. ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ მისი. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ექთნების როლი პაციენტებთან მიმართებაში - თავისი საქმის უდაოდ კარგი მცოდნეები, ასევე, ყურადღებიანები და მზრუნველები არიან. 🔴რას ურჩევდით სხვა პაციენტებს? 🔵სადაც მიმიწვდება ხმა, აუცილებლად ყველას ვეტყვი, რომ სამკურნალოდ თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში მობრძანდნენ. აქ დახვდებათ პროფესიონალიზმი, ყურადღება, სუფთა გარემო და ჯანსაღი ატმოსფერო.


 

მერი ათაქიშვილი 72 წლის: თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ახლობლების რჩევით მოვედი. მაწუხებდა მუცლის ღრუს გაუსაძლისი ტკივილი, აღმოჩნდა რომ ნაწლავზე ოპერაცია მჭირდებოდა. ოპერაციას ონკოლოგი ბესო მეტონიძე უძღვებოდა. ბესო ექიმი არის ძალიან კარგი სპეციალისტი და უზომოდ ყურადღებიანი ადამიანი. ამ კლინიკიდან ძალიან კმაყოფილი მივდივარ. მინდა ვთქვა, რომ ექთნები და სანიტრები ძალიან კარგი გოგოები არიან, თითოეული მათგანი ყურადღებიანი და თავისი საქმის კარგი მცოდნეა. ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ვურჩევ რომ დროულად მიმართოს ექიმს, სანამ დაგვიანდება... მე არ მივაკითხე ექიმს სათანადო დროს, ძალიან დიდი ხანი ტკივილები მქონდა, მაგრამ ექიმთან მისვლას ვერ ვბედავდი... ახლა ვნანობ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ - ეს კი ონკოლოგიური ცენტრის და ბესო მეტონიძის დამსახურებაა.


 

თინა ბედოშვილი 75 წლის: თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ახლობლების რჩევით მოვედი. ძალიან რთული მდგომარეობა მქონდა, ერთ-ერთ კლინიკაში არასწორად მიმკურნალეს, ამომაჭრეს ნაღვლის ბუშტი, შემდეგ კი მოვიწამლე. სწორედ იქ ჩატარებული არასწორი მკურნალობის გამოსასწორებლად მოვედი ონკოლოგიურ ცენტრში. ჩემი მშველელი კი ამ კლინიკის ექიმი ლაშა თურქიაშვილი აღმოჩნდა. ერთი კვირის წინ გამიკეთეს ოპერაცია, ახლა კი თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ამ კლინიკაში თითქოს ყველა ერთნაირად კარგი და პროფესიონალი ექიმი თუ ექთანი შეკრებილა - ისეთი ყურადღებიანები არიან, მადლობა ღმერთს რომ აქ მოვხვდი!


 

ემზარ ქვარიანის წერილი ექიმ ზურაბ რაინაულს, რომლის პაციენტიც 26 წლის წინ იყო: „ზურაბ რაინაული ნამდვილად პროფესიონალი ექიმია. მე ემზარ ქვარიანი ჯერ კიდევ 1993 წელს ვიყავი მისი პაციენტი. მან ურთულესი ოპერაცია გამიკეთა, მანამდე კი არც ერთმა ექიმმა ხელი არ მომკიდა. ყველა ექიმი ფეხის ამპუტაციაზე მიმითითებდა, რომ განგრენა არ განვითარებულიყო, რადგან ტყვიით ვიყავი ფეხში დაჭრილი, რომელიც საკმაოდ ღრმა ჭრილობა იყო. სწორედ ბატონი ზურაბი იყო ის ერთადერთი ექიმი, რომელმაც მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა. მინდა ყველას გითხრათ, რომ დღეს მე ბატონი ზურას დამსახურებით მაქვს ფეხი შენარჩუნებული. 1993 წლის შემდეგ კი ბევრად გაუმჯობესდა მედიცინა და ბატონი ზურაბიც მუდმივად სიახლეების ძიებით იყო დაკავებული. ბატონო ზურაბ გისურვებთ წარმატებებს, დიდი მადლობა რომ მე დღეს თქვენი დამსახურებით ფეხზე ვდგავარ. პატივისცემით ემზარ ქვარიანი."


 

მადლობის წერილი: მე მქონდა ბუშტნამქერი (პლაცენტის ბუსუსების პათოლოგიური გადაგვარება), რომელიც იყო ძალიან გართულებული. რამდენიმე კლინიკაში საშვილოსნოს ამოღება მითხრეს, ღვთის წყალობით მოვხვდი უძლიერეს და პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო უაღრესად კარგ ადამიანებთან დინა ქურდიანთან (ონკო-გინეკოლოგი) და ეკა დგებუაძესთან (ქიმიოთერაპევტი). მადლობა იმისთვის, რომ 6 თვის განმავლობაში ჩემს გვერდით იყავით, მამხნევებდით და თქვენი ძალისხმევითა და შემართებით მე დღეს ვარ ჯანმრთელი. მე ვარ ადამიანი, რომელიც თქვენთვის ლოცულობს და უფლის მადლიერია თქვენს ხელში რომ აღმოვჩნდი. რთულია, როდესაც დიაგნოზს გისვამენ და გზას ვერ ხედავ, მაგრამ აი სწორედ მაშინ გამოჩნდით ჩემს ცხოვრებაში და მხოლოდ ფიზიკურად კი არა ფსიქოლოგიურადაც გამაძიერეთ. მიყვარხართ მე თქვენ!


 

ნ.ს.: თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში როდესაც მოვედი და ექიმმა დიაგნოზი დამისვა, ძალიან შემეშინდა. მეგონა, რომ ყველაფერი გაცილებით რთული იქნებოდა, მაგრამ ოპერაციის დღეს მხოლოდ მცირედი ტკივილები მქონდა, მერე ნელ-ნელა ყველაფერი დაწყნარდა. ფიბრომა ამომკვეთეს, ოპერაციას ირაკლი სიხარულიძე უძღვებოდა, მისი ძალიან მადლობელი ვარ. ასევე, ქალბატონ ეკა ბარამაძეს (მამოლოგი) მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. ისინი ორივე ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალები არიან. სხვა პაციენტებს კი ვურჩევდი, ვისაც მსგავსი პრობლემები აწუხებთ, აუცილებლად მოვიდნენ ამ კლინიკაში და თავად დარწმუნდებიან ექიმებისა და სხვა პერსონალის პროფესიონალიზმში.


 

ს.ნ: თბილისის ონკოლოგიური ცენტრში ვიკეთებ ოპერაციას, უკვე 6 თვეა რაც ირაკლი სიხარულიძის პაციენტი ვარ. მკერდზე მესამე სტადიის სიმსივნე მაქვს. მანამდე, ირაკლი სიხარულიძის რჩევით, ქიმიოთერაპიის კურსი ჩავიტარე. ჩემი ექიმის სქემამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა და მკერდის მოკვეთა საჭირო აღარ გახდა. პირველად რომ მოვედი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში გახლდით. კვანძები მქონდა როგორც იღლიის მიდამოში, ასევე მკერდის ნაწილშიც. ჩემი მკურნალი ექიმის გარდა, არ შემიძლია საავადმყოფოს მომსახურე პერსონალზე არ ვთქვა - პაციენტებს ისე ექცევიან, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს.


 

ა.რ: სამი ოპერაცია გავიკეთე გარკვეული ინტერვალებით. ახლა თავს ძალიან მსუბუქად ვგრძნობ. სულ ბოლოს მკერდიდან ფიბრომატოზული კისტები ამოვიკვეთე. წინა ოპერაცია 6 წლის წინ გავიკეთე - მაშინაც იგივე სიმპტომები მქონდა, სიმძიმე მკერდის არეში და არასასიამოვნო შეგრძნება. დღეს, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ოპერაციებიდან ყველაზე კარგად ონკოლოგიურ ცენტრში გაკეთებულ ოპერაციას გავუმკლავდი, ნარკოზიდანაც ადვილად გამოვედი და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ოპერაციას ირაკლი სიხარულიძე უძღვებოდა, ეს ადამიანი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. თან ძალიან მზრუნველი - თავი საავადმყოფოში არ მეგონა. ეს კი აქ მყოფი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას ვინც ეს გზა უნდა გაიაროს ვურჩევდი, რომ დროულად მიმართონ ექიმს. სულ პატარა ჩივილის შემთხვევაშიც კი გადაამოწმონ ჯანმრთელობის მდგომარეობა. რეკომენდაციას კი ამ კლინიკას გავუწევდი, ვინაიდან ჩემი გამოცდილებით აქ ნამდვილად პროფესიონალები არიან.


 

ნ. შ. 48 წლის: თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში გავიკეთე პანკრიასის ოპერაცია. ოპერაციას უძღვებოდა ლაშა თურქიაშვილი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ლაშა ექიმს ვეძებდი და გამიმართლა. უაღერსად კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია. არ შემიძლია არ ვახსენო ექიმი ბესო მეტონიძე - ძალიან ყურადღებიანი პიროვნება. რაც შეეხება ექთნებს, სწორედ დღეს (31.05.2019) ვეუბნებოდი, რომ ისინი ნამდვილად იმსახურებენ პრემიებს (ავტ: სამსახურში განხორციელებული საქმიანობის შეფასების შედეგების მიხედვით განსაზღვრული წახალისების ფორმა). სხვათაშორის, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ დაახლოებით სამი თვის წინ, ამავე კლინიკის ექიმმა, გიორგი კორახაშვილმა ნაღვლისა და თიაქარის ოპერაცია გამიკეთა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გიორგი ექიმს. ...სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეიდან ეს ადამიანები არიან ჩემი ექიმები.


 

მ. ც. 22 წლის: დამიდგინდა ბარძაყის კეთილთვისებიანი სიმსივნე. საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა. ოპერაცია გამიკეთა ნათია მამადაშვილმა. თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში სწორედ ქალბატონი ნათიას გამო მოვედი, რადგან ძალიან ბევრმა ადამიანმა სწორედ ნათია ექიმს გაუწია რეკომენდაცია. კლინიკაში ისეთი გარემოა, საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ სამკურნალო დაწესებულებაში ვარ, თავი საკუთარ სახლში მგონია. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მედპერსონალს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ექთნები და სანიტრები არიან თავისი საქმის პროფესიონალები და უზომოდ ყურადღებიანები. კანის და რბილი ქსოვილების სპეციალისტი, ექიმი ნათია მამადაშვილი: პაციენტმა მოგვმართა კონსულტაციაზე ჩივილით, რომ მარჯვენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე რბილქსოვილოვანი წარმონაქმნი აღენიშნებოდა. გავაკეთეთ ციტოლოგიური კვლევა, რითაც დადასტურდა კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. პაციენტი თავს კარგად გრძნობს. ამჟამად გაწერილია ბინაზე.


 

ა.ო. ,,თქვენს კლინიკაში ახლობლის რჩევით მოვედი და ჩავიტარე თიაქრისა და პროსტატის ოპერაცია. ცხადია ოპერაციის წინ თითოეული ადამიანი ბუნებრივად ღელავს და განიცდის, თუმცა ახლა როცა უკვე რეაბილიტაციის ეტაპზე გადავედი ნერვიულობა და შფოთვა ნელ-ნელა სადღაც გაქრა. ამ გადმოსახედიდან ვაანალიზებ, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა რამდენიმე წლით ადრე რომ დამეწყო, ოპერაციის ჩატარების საჭიროება არ მექნებოდა. სწორედ ამიტომ, ყველას ვინც ჩემს ნაწერს წაიკითხავს ვეტყოდი, რომ დროული დიაგნოსტიკა, სამომავლოდ ძალიან ბევრ პრობლემას აარიდებთ და არ გადადონ ექიმთან ვიზიტი“.


 

ნ.ჯ ,,თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს ნაცნობის რჩევით მოვაკითხე, ჩავიტარე შესაბამისი გამოკვლევები, თქვენს კლინიკაში გავიკეთე ოპერაცია ნაწლავზე (ექიმი - ბესო მეტონიძე - ქირურგი ონკოლოგი) მთელი ავადმყოფობის პერიოდში ძალიან შეშინებული და აფორიაქებული გახლდით, შიშის ფაქტორის გამო სიცხეებიც კი მქონდა, თუმცა ოპერაციის შემდგომ საგრძნობლად დავწყნარდი და დავმშვიდდი, ვგრძნობ რომ აქ საიმედო ხელში ვარ. ამ გადმოსახედიდან, ყველა ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ ექიმთან დროული ვიზიტითა და გამოკვლევებით თავიდან აიცილებენ ბევრ უსიამოვნო პროცესს, ჩივილები არასდროს უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ და ყოველთვის უნდა ვეცადოთ , რაც შეიძლება სწრაფად აღმოვფხვრათ. ბოლოს კი, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს, ექიმებსა და აქ მომსახურე სამედიცინო პერსონალს თბილი დახვედრისა და ჩემი გამოჯანმრთელებისათვის გულითადი მადლობა მინდა ვუთხრა".


 

ც.ჩ ,,თქვენს კლინიკაში, თავდაპირველად, ოჯახის წევრის რეკომენდაციით მოვედი. ვიყავი ძალიან იმედიანი, რადგან ვენდობოდი ექიმს და ოპერაციის შემდეგაც იგივე განწყობას ვინარჩუნებ. (ექიმი - ირაკლი სიხარულიძე - ქირურგი-მამოლოგი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი) თითოეულ ადამიანს ვურჩევდი, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ჯანმთელობას, ჩაერთონ სკრინინგ- პროგრამებში და ჩაიტარონ შესაბამისი კვლევები. მადლობას ვუხდი თბილისის ონკოლოგიურ ცენტრსა და მის თანამშრომლებს გაწეული სამსახურისათვის".


 

,,77 წლის მოხუცი ქალი ვარ, სამი მეტისმეტად მძიმე და პროგრესირებადი ოპერაცია გავიკეთე ერთდროულად: გინეკოლოგიური, თიაქრისა და ნაღვლის ბუშტის.მეტისმეტად ,,უხერხული“ პაციენტი ვიყავი, ასაკოვანი, სრულიად უძლური, ფიზიკურად დიდი, მსუქანი, ასეთივე დიდი რისკ-ფაქტორით. ამ გამოცდას ბევრი ვერ გაუძლებდა, გაურკვეველი ფიქრები მომეძალა. ონკო-გინეკოლოგის - დინა ქურდიანის (ავტ: დინა ქურდიანი - ონკო-გინეკოლოგი, ევროპის ონკოლოგთა საბჭოს წევრი, მედიცინის დოქტორი) ღიმილიან სახეს რომ შევხედე, გულმა მიგრძნო ეს ქალბატონი არამცდაარამც ამ მდგომარეობაში არ მიმატოვებდა.ის ძალიან მამაცი, მიზანმიმართული და კეთილმოსურნე პიროვნება აღმოჩნდა. დადებითი ენერგიის უდიდესი ძალა ჩადო ჩემში, დამიბრუნა ჩემი სასიცოცხლო სივრცე, ჩემი წილი ბედნიერება და სიხარული. გიორგი კორახაშვილი არამარტო უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალი ქირურგია, პიროვნულადაც დიდი ადამიანია. (ავტ: გიორგი კორახაშვილი - ზოგადი ქირურგი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი) მისმა მუდმივმა თავაზიანმა მანერებმა, ღიმილით გაბრწყინებულმა თვალებმა ისეთი მადლი გამიცოცხლა გულში, სრული რწმენა გამიჩნდა, რომ აუცილებლად გადავრჩებოდი.საოცარი გულის სითბო დამიტოვა მისი ოპერაციის თანამონაწილე ასისტენტმაც, როდესაც ჩემს პალატაში ნაოპერაციების შეხვევის დროს გულმოდგინედ ამუშავებდა ნაკერებს ვკითხე: ,,რა გქვია -მეთქი?“მითხრა - ბესოო! (ავტ: ამჟამად, ბესო მეტონიძე ქირურგი- ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი)კინაღამ გული გამიჩერდა. გარემოებათა გამო დიდი ხნის უნახავი შვილი, ბესო გამახსენდა და ცრემლები მომადგა თვალებზე, ძალიან მომინდა ხმამაღლა გამომეხატა ჩემი აღტაცება. თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, სამაგალითოა ყველა მომსახურე მედპერსონალის ურთიერთობა, პატიოსნება." მოძიებულია თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ,,პაციენტთა ჩანაწერების წიგნში“/ 2015 წელი/


 

თ.ბ  ,,ვარ ერთ-ერთი ძალიან მადლიერი პაციენტი იმ უამრავ პაციენტთაგან, ვისი სიცოცხლეც გადაარჩინა ამ უნიკალურმა გუნდმა ბ-ნი ლაშა თურქიაშვილის ხელმძღვანელობით (ავტ:ონკო-ქირურგი კლინიკური სამსახურის უფროსი, მედიცინის დოქტორი - ლაშა თურქიაშვილი). მქონდა რთული დიაგნოზი, ერთდროულად ჩამიტარდა ამ კლინიკაში 4 ოპერაცია. მე არც მოველოდი რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდნენ ასეთი მაღალი დონის ექიმები, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე, ამის შემდგომ წავედი თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, სადაც მითხრეს რომ ქართველმა ექიმებმა მე ყველაფერი გამიკეთეს რაც შეიძლება გაკეთებულიყო და გამომიტყდნენ რომ ჩვენ ამაზე მეტს ფიზიკურად ვერ შევძლებდითო. დღეს მე, ბ-ნი ლაშა თურქიაშვილის და მისი გუნდის წყალობით თავს ვგრძნობ ამაყად, რომ გვყავს ასეთი ჭკვიანი ექიმები. ’’


 

ვ.წ-57 წლის  ,,მშრომელი, კახელი კაცი ვარ, ერთი სული მაქვს სწრაფად დაუბრუნდე აქტიურ ცხოვრებას, მოგეხსენებათ ახლა ჩემს მუნიციპალიტეტში რთველია გაჩაღებული, მეც აქ ადგილს ვეღარ ვპოულობ, თუმცა ჩემი ექიმი (ავტ:ონკო-ქირურგი კლინიკური სამსახურის უფროსი, მედიცინის დოქტორი - ლაშა თურქიაშვილი) მაიმედებს რომ სულ რამდენიმე დღეში ისევ ჩავებმები სოფლის ცხოვრებაში. 4 სექტემბერს, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, ონკო-ქირურგმა ლაშა თურქიაშვილმა, მსხვილ ნაწლავზე გამიკეთა ოპერაცია. მინდა ავღნიშნო, რომ ამ კლინიკაში ექიმებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ პაციენტების მიმართ, მათ ყურადღებას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი. ასევე დიდი მნიშნელობა აქვს, როცა შენი ექიმი ფსიქოლოგიურად გამზადებს და გეხმარება. მე, ბატონი ლაშას წყალობით, დიაგნოზის მიუხედავად, არც კი მინერვიულია და ასეთივე წარმატებით გავდივარ რეაბილიტაციის ეტაპსაც. გული არ მომითმენს, ჩემივე რაიონელი კაცის განცახდებაზეც არ გითხრათ, მე არ მესმის ექიმმა ფეხზე დაგაყენოს, გამოგაჯანმრთელოს და ამის მერე ასეთი რამე დააბრალო. მე ვიცნობ ამ კაცს (პაციენტი - თენგიზ აბულაძე) ლაგოდეხში რომ ჩავალ, აუცილებლად ვნახავ და ვკითხავ რა მოტივით გააკეთა ასეთი რამე. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია რომ ის იტყუება, ამას ბავშვიც კი მიხვდება.’’


 

ნ.ჩ  ორსულობის მეშვიდე თვეში მკერდის მიდამოში კვანძი შევამჩნიე, თუმცა დიდი ყურადღება არ მიმიქცევია მანამ, სანამ კვანძმა ზომაში არ მოიმატა და ტკივილები იღლიის მიდამოშიც არ გამიჩნდა. ჩემი ქმრის დაჟინებული თხოვნით წავედი ექიმთან, თავად ჩემმა მეუღლემ  მიმიყვანა  ირაკლი ექიმთან (ქირურგი-მამოლოგი, პროფესორი - ირაკლი სიხარულიძე). პრობლემა ბიოფსიაზე არ იდენტიფიცირდა, ადგილობრივად მოახდინეს გაჭრა და ნიმუშები დამატებით კვლევაზე გადააგზავნეს.  ზუსტად 5 იანვარს პასუხიც მოვიდა: სადინროვანი ინვაზიური კარცინომა, აგრესიული ფორმით და მეორეს დაწყებითი სტადია. ჩემთვის ეს დიაგნოზი იყო შოკისმომგვრელი. ცხადია,  ჩემს მეოთხე პატარას ძუძუს ვეღარ ვაჭმევდი, არადა მანამდე მეც გავრცელებული აზრის მჯეროდა, რომ თუ დედას ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ეყოლებოდა, ნაკლებად ემუქრებოდა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი.

თანდათან, პროფესიონალი ექიმებისა და კლინიკის სამედიცინო პერსონალის დახმარებით, პირველი სტრესი გადავლახე. ჩემი თავი ხელში ავიყვანე და პრობლემას უფრო პრაგმატულად  მივუდექი. ახლაც, როცა თქვენ გესაუბრებით,  ქიმიაზე ვიმყოფები, და მინდა ყველა ადამიანს ვუთხრა და ვურჩიო, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში, ჩაიტარონ გამოკვლევები, დროულად მიმართონ სკრინინგ ცენტრებს და იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე.


 

. ,,დაახლოებით ერთი წელი ვაკვირდებიდი, დვრილთან ახლოს კვანძს, თუმცა ექიმთან არ მივსულვარ. ჩემი მეუღლე ქირურგი გახლავთ და დასაწყისში მან იეჭვა ამ პრობლემის შესახებ, მისი ეჭვები  შემდეგ უკვე კლინიკაშიც დაგვიდასტურეს.

ორივე ძუძუზე დამჭირდა ქირურგიული ოპერაცია, თუმცა ორგანო შემინარჩუნდა. ჩემი დიაგნოზი ადენოკარცენომაა, ახლა მესამე ქიმიას ვიტარებ და სტრესული პერიოდი უკან მოვიტოვე. ამ გადმოსახედიდან ერთადერთ რამეს ვურჩევდი ადამიანებს, დროულად გაესინჯონ ექიმებს, ჩაერთონ სახელმწიფო სკრინინგ პროგრამებში და მოუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.


 

მ.ბ ძალიან დიდი ხანი მქონდა ეჭვები და გარკვეული მასტოპათიური ჩივილები, შემდეგ უკვე როცა ირაკლი ექიმთან მივედი (ქირურგი-მამოლოგი, პროფესორი - ირაკლი სიხარულიძე) ჩემი ეჭვები გამართლდა და მარცხენა ძუძუზე კარცინომა აღმომაჩნდა. მკურნალობის კურსის ჩატარებისა და სხვივური თერაპიის შემდეგ, ახლა უკვე ჰორმონოთერაპიისა და მუდმივი კონტროლის ეტაპზე ვიმყოფები.

დიაგნოზის გაგების შემდეგ, მძიმე ემოციური ფონი მქონდა, თუმცა ეს სტრესები მალე დავძლიე და ჩემს თავს შემოვუძახე. კლინიკისა და ჩემი ექიმის მადლობელი ვარ, რომ არა მათი პროფესიონალიზმი და ის დადებითი აურა, რასაც კლინიკაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი, ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპს ასე მარტივად ვერ გადავიტანდი. ახლა 47 წლის ვარ, აქტიურად ვცხოვრობ, ყოველთვის დავდივარ და ვიტარებ გეგმიურ შემოწმებებს და ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თავის ჯანმრთელობას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უფრო, როცა დღესდღეისობით უამრავი სახელმწიფო პროგრამა გამართულად მუშაობს.


 

მ.ბ ჩემი დიაგნოზი მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა, მეორე, ა სტადია გახლდათ. ოპერაცია 2016 წლის აგვისტოში ჩავიტარე, გავიკეთე ასევე სხივური თერაპიია და რვა ქიმიოთერაპიის  პროცედურა. ოპერაციის შემდეგ,  ორგანოს ნაწილობრივი რეკონსტრუქციის საჭიროებაც დადგა და ეს პროცედურაც ჩავიტარე. ახლა, როცა მე ჩემი დიაგნოზი დავამარცხე მინდა ყველას, განურჩევლად ასაკისა და სქესისა ვუთხრა, რომ გაუფრთხილდნენ და იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე.


 

მ.ს ჩემი ამბავი ცოტა უფრო უცნაურად დაიწყო. პირველი ჩივილები 2013 წელს ფეხის მიდამოში მქონდა. ჯერ ბარძაყი, მერე მუხლი და ბოლოს მთლიანად მარჯვენა ფეხი ამტკივდა. ეჭვი ნერვის ანთებაზე მივიტანე და ექიმის მეთვალყურეობით, შესაბამისი მკურნალობის კურსიც ჩავიტარე, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს სრულიად შემთხვევით, სკრინინგის პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები ჩავიტარე, პასუხები დამაიმედებელი არ იყო.

სრულიად დაბნეული და ამ პრობლემას შეჭიდებული, ბოლოს თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ციცო ექიმს (ონკო-გინეკოლოგი - ციცი მესხი)   შევხვდი. მაშინაც და ახლაც ყოველთვის ვამბობ, რომ ექიმს, მის მიდგომას, სიტყვასა და დამოკიდებულებას ჩვენი ცხოვრების რთულ პერიოდებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ჩემი დიაგნოზი - საშვილოსნოს ყელის სიმსივნე (პირველი სტადია) გახლდათ. 2013 წლის ივნისში, 25 წლის ასაკში გავიკეთე ოპერაცია, მონოქიმია და სხივური თერაპიის პროცედურები. ახლა გარკვეული პერიოდულობით, მუდმივად კონტროლის ეტაპზე ვარ.

ზუსტად 5 წელია გასული, რაც მე ჩემი დიაგნოზი დავამარცხე. ამ გადმოსახედიდან მინდა ყველა ადამიანს ვუთხრა რომ პირველ რიგში, მთავარია განწყობა, დამოკიდებულება და პრობლემის სწორად აღქმის უნარი. სასოწარკვეთილება ასეთ დროს ყველაზე ცუდი არჩევანია. ვფიქრობ, რომ დროა ჩვენმა მოსახლეობამ, ჩამოიყალიბოს  გეგმიური შემოწმებებისა და გამოკვლევების ჩატარების კულტურა. ნესბიმიერი დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში,  შედეგი, როგორც წესი, არ აყოვნებს და  პაციენტი ყოველთვის მოგებულის როლში რჩება.